fbpx

7 თებერვალი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დაათვალიერეთ სამეფო კარის თამაშების პირველი ოფიციალური ფოტოები

 

HBO-საკულტო სერიალი მაყურებელს ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ აპრილში დაუბრუნდება და საბოლოოდ გაირკვევა, ვინ გახდება უდიდესი ომების მიზეზის – რკინის ტახტის მფლობელი. ახლახან არხმა შოუს მერვე სეზონის პირველი ფოტოები გამოაქვეყნა

 

Disney-მ ტიმ ბერტონის გადაღებული „დამბოს“ ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა

ფილმში კოლინ ფარელი, ევა გრინი, დენი დევიტო და მაიკლ კიტონი თამაშობენ. ფილმის მსოფლიო პრემიერა 27 მარტს გაიმართება.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ნახეთ: ლოს-ანჯელესში, „ოსკარის“ ცერემონიის წინ, 2019 წლის ნომინანტებმა ჯგუფური ფოტო გადაიღეს.

Oscars class photo

წყარო: https://www.bbc.com/

 

28 თებერვალს თბილისის 22-ე ჯაზ-ფესტივალი კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახალი პროექტით, Tbilisi big band & new generation-ით გაიხსნება

Image result for 28 თებერვალს თბილისის 22-ე ჯაზ-ფესტივალი

კონცერტზე სხვადასხვა თაობის მუსიკოსები ჯაზურ კომპოზიციებს შეასრულებენ. წელს ფესტივალის ჰედლაინერია ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ-გიტარისტი, 20 გრემის მფლობელი პეტ მეთინი. ფესტივალი 2 მარტს თბილისის საკონცერტო დარბაზში პეტ მეთინისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტით დაიხურება.

წყარო: http://tbilisijazz.com/

 

ოსკაროსანი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი და მისი შეყვარებული კუკ მარუნი დაინიშნენ.

წყარო: https://people.com/

 

ოფიციალურად დადასტურდა, რომ წლევანდელ ოსკარს წამყვანი არ ეყოლება

Image result for Oscars show to go hostless for only second time

კინოაკადემიის 91-წლიან ისტორიაში მეორედ ოსკარის დაჯილდოების ცერემონია წამყვანის გარეშე ჩაივლის. ეს გადაწყვეტილება მედიისთვის სიურპრიზი არ იყო, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ABC-ის პრეზიდენტმა კერი ბურკმა დღეს დაადასტურა.

წყარო: https://www.reuters.com/

 

პინკს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

Image result for P!nk Gets a Star On the Hollywood Walk Of Fame

ცერემონიაზე მომღერალი ქმართან და შვილებთან ერთად მივიდა.

წყარო: https://www.billboard.com/

 

შესაძლოა სერიალი “დაკარგულები” ეკრანებზე დაბრუნდეს

New ABC Entertainment president Karey Burke says that the iconic show and 'Alias' are the series she most would want to reboot.

ინფორმაცია ამის შესახებ ABC-ის გართობის პრეზიდენტმა კერი ბურკმა გაავრცელა. როგორც მან საუბრისას თქვა, სურს, რომ ABC-ის გართობის ნაწილი ისეთ შოუებზე ფოკუსირდეს, როგორიც “დაკარგულები” იყო. მიუხედავად ბურკის ამ განცხადებისა, მან მოგვიანებით თქვა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იდეაა და რეალობასთან ამ ეტაპზე არაფერი აკავშირებს.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს მოსწავლეებისთვის ლიტერატურისა და შემოქმედებითი წერის სახელოსნოში მისაღებად

 

სახელოსნოში მიიღებიან 13-15 წლის მოზარდები,  რომელთაც აინტერესებთ და უყვართ მხატვრული ლიტერატურა. სახელოსნოს გაუძღვებიან მწერალი და დრამატურგი, პრემია „საბას“ ლაურეატი დავით გაბუნია და პოეტი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თორნიკე ჭელიძე.

წყარო: http://writershouse.ge


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.