fbpx

ოპერატორმა გიორგი შველიძემ ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების ჯილდო მიიღო


გააზიარე სტატია


9 თებერვალს ლოს-ანჟელესში წლის საუკეთესო კინონამუშევრები, განსაკუთრებული მიღწევები და ამ დარგში მოღვაწე გამორჩეული კანდიდატები გამოავლინეს.

 

გიომ გაიმარჯვააააა!!!! 👏👏👏👏👏

Gepostet von Nino Papunidze am Samstag, 9. Februar 2019

 

გიორგი შველიძე ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების (ASC) ჯილდოზე  წარადგინეს ზაზა ხალვაშის ფილმისათვის “ნამე”.

 

 

ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისთვის კინემატოგრაფიის ერთ-ერთი უდიდესი ღონისძიებაა, რომელიც კინემატოგრაფიის დარგში წლის საუკეთესო ნამუშევრებსა და ადამიანებს ასახელებს.

ამერიკის კინემატოგრაფისტთა ასოციაციის 33-ე დაჯილდოებაზე ფილმს – Cold War თეატრალური სურათის პრიზი გადაეცა, ხოლო რაც შეეხება სატელევიზიო ნაწილს, აქ პრიზი ჯონ ჯოფინმა და ადრიანო გოლდმანმა აიღეს სურათებისთვის – Beyond და The Crown.

აღნიშნული ჯილდოდან გამომდინარე, Cold War ხდება ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პრეტენდენტი 24 თებერვალს დაგეგმილი ოსკარების ცერემონიის საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრის კატეგორიაში. ეს გამარჯვება საკმაოდ მოულოდნელი იყო მაყურებლისთვის, რადგან ყველა ფილმ Roma-ს გამარჯვებას ელოდა.

ცერემონიას უძღვებოდა TCM-ის ბენ მანკიევიჩი, რომელმაც საუკეთესო კინოოპერატორები დააჯილდოვა. ცერემონიის საპატიო სტუმარი იყო კვენტინ ტარანტინო, რომელმაც ამერიკის კინემატოგრაფისტთა ასოციაციის ჯილდო დარგში შეტანილი წვლილისთვის თავის ხშირ კოლაბორატორ რობერტ რიჩარდსონსა და ჯეფ ჯურს გადასცა (ამ უკანასკნელს სატელევიზიო დარგში კარიერული მიღწევისთვის).

ოსკაროსანი ჯეფ ბრიჯისი დაჯილდოვდა გუბერნატორების საბჭოს ჯილდოთი, რომელიც პრიზებს ანიჭებს იმ ადამიანებს, ვინც თავიანთი შემოქმედებით საყოველთაოდ აღიარებული არიან და ასევე ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს  კინოინდუსტრიის განვითარებაში.

ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების გამარჯვებულთა სრული სია კი ასე გამოიყურება:

 

  • Theatrical Release

Łukasz Żal, PSC for Cold War

 

  • Motion Picture, Miniseries or Pilot Made for Television

James Friend, BSC for Patrick Melrose, “Bad News”

 

  • Episode of a Series for Non-Commercial Television

Adriano Goldman, ASC, ABC for The Crown, “Beryl”

 

  • Episode of a Series for Commercial Television

Jon Joffin, ASC for Beyond, “Two Zero One”

 

  • Lifetime Achievement Award

Robert Richardson, ASC

 

  • Board of Governors Award

Jeff Bridges

 

  • Career Achievement in Television Award

Jeff Jur, ASC

 

  • Spotlight Award

Giorgi Shvelidze for Namme

 

  • Bud Stone Award

Franz Kraus


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.