11 თებერვალი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ნახეთ: მუსიკოსი Cardi B Harper’s Bazaar-ის გარეკანზე დემნა გვასალიას კაბით გამოჩნდა.

 

წყარო: https://www.instagram.com

 

დისნეიმ დამბოს ახალი ტრეილერი გამოუშვა

ტიმ ბარტონის ფილმი დიდ ეკრანზე 29 მარტს გამოდის.

წყარო: https://www.youtube.com/

 

Big Little Lies-ის მეორე სეზონის პრემიერა ივნისში შედგება – დაათვალიერეთ ახალი ფოტოები სერიალის მეორე სეზონიდან.

წყარო: https://www.instagram.com/

 

პიქსარმა ახალი მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია გამოუშვა – ეს ის არის, რაც დილიდან აუცილებლად უნდა ნახოთ!

წყარო: https://www.youtube.com

 

23 თებერვალს საგანმანათლებლო ცენტრ “ლეველსში” 19:00 საათზე  გაიმართება სალექციო შეხვედრა გია ბუღაძესთან

Image may contain: 1 person, closeup and text

ლექცია ჩატარდება თემაზე: “პარალელები დიდ მხატვართა შემოქმედებაში”.

წყარო: https://www.facebook.com/

 

12 თებერვალს – Stamba’s Books-ში ახალი თარგმანის, მარიო ბენედეტის წიგნის „სულის მოთქმის“ და ასევე „მადლობა ცეცხლისთვის“ – წარდგენა გაიმართება

Image may contain: text

ურუგვაელი მწერალი მარიო ბენედეტი  (1920-2009) – რომანისტი, ესეისტი, პოეტი – თანამედროვე რეალიზმის „დიდი რომანის“ ბრწყინვალე წარმომადგენელი და არაერთი ლიტერატურული პრემიის მფლობელია. იგი აღიარებულია, როგორც “ყველაზე საკითხავი“ მწერალი არა მხოლოდ ურუგვაიში, არამედ მთელ ესპანურენოვან სამყაროსა და ევროპაში.

წყარო: https://www.facebook.com/

 

KHIDI – თანამედროვე ხელოვნების სივრცე  წარმოგიდგენთ მულტიდისციპლინურ საგამოფენო პროექტს – “მდგომარეობებს შორის”, რომელიც 23 თებერვლამდე გაგრძელდება

Image may contain: one or more people

„მდგომარეობებს შორის“ 18 ნამუშევრებს აერთიანებს და ექსპერიმენტის ფორმატით იმ კულტურულ იმპულსებს ასახავს, რომლებიც პოლიტიკური ან სოციალური ძვრებით არის ნასაზრდოები. გამოფენა ახალი მედიებისა და ტრანსდისციპლინური პრაქტიკის კვლევის საშუალებით ცდილობს ჩაუღრმავდეს იმ სახელოვნებო ტენდენციებსა და დინებებს, რომელთა კონტექსტუალიზაცია საქართველოში ჯერ არ მომხდარა ან ყურადღების მიღმაა დარჩენილი. დროის უკანასკნელი იმპულსები, რეგრესული აქსელერაცია ან თუნდაც პროგრესული გენიტალია (Progressive Genitalia), გამოსავალი მეტა ტექსტია, რომელიც თავის შემოსაზღვრულობას ააშკარავებს და ადგილს (კულტურულ) კოდებსა და ნიშნებს უთმობს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი ავტორების ნამუშევრები: გიო სუმბაძე, გიორგი მაღრაძე, დეთუ ჯინჭარაძე და მარიამ ნატროშვილი, ვასილ მაჭარაძე და კოკა ვაშაკიძე, ვატო წერეთელი, სანდრო ასათიანი და ზურა ჯიშკარიანი, თამარ გურგენიძე, თორნიკე ქარჩხა, ჯასპერ ფუნგი, ლადო ლომიტაშვილი, ლადო ონიანი, მამუკა ჯაფარიძე, მანუჩარ ოქროსცვარიძე, ნიკა მაჩაიძე, ნიკოლოზ კაპანაძე, სანდრო სულაბერიძე, ტილდა ჯორჯი, InChina Collective: გოჩა ჟღენტი,  ივეტა ჩხიკვაძე, ილია მახარაძე და მართა თაბუკაშვილი, ალექსი სოსელია და გიორგი მელაძე, ზურა ცოფურაშვილი და ლუკა აქიმიძე, რამაზ ბაბლუანი, გვანცა ბერძენიძე, ბარა გალო, ელენე გაბრიჩიძე, დიმა დადიანი, სკოტ მაკოლაკი.

წყარო: https://www.facebook.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.