fbpx

მსოფლიოს ყველაზე საშიში ვულკანები – იგივე “ლამაზი მკვლელები”


გააზიარე სტატია



მსოფლიოს მოქმედი და ჩამქრალი ვულკანები ადამიანების დიდ ინტერესს იწვევს, როგორც ბუნების დიადი რისხვის ერთ-ერთი გამოვლინება და მომაჯადოებელი სანახაობა. ზოგიერთი მათგანი “იუნესკოს” კულტურული მემკვიდრეობის სიაშიც კი მოხვდა – მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე “სელებრითი” ვულკანი ეტნა – სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროზე.


ამ სტატიაში გაგაცნობთ  შედარებით ნაკლებად ცნობილ, მაგრამ საინტერესო ვულკანებს, რომელთაგან ზოგიერთი დღემდე საშიში ვულკანების სიაში რჩება.

 

ტაალი

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა  მოქმედი ვულკანია, რომელიც ფილიპინებზე, კუნძულ ლუსონზე მდებარეობს.

 

 

1572 წლიდან დღემდე ტაალი 30-ჯერ ამოიფრქვა, რის შედეგადაც  ტაალის ტბის შუაში ახალი ვულკანური კონუსი და კუნძული წარმოიქმნა.  ახალ კრატერში ასევე გაჩნდა ტბა, რომელიც ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა.

ყველაზე ძლიერი და მასშტაბური ამოფრქვევა 1911 წელს დაფიქსირდა, რამაც 1335 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

 

 

აგუნგი 

კუნძულ ბალიზე მდებარეობს და ამავე სახელწოდების ინდონეზიის პროვინციას ეკუთვნის. ვულკანი კუნძულის უმაღლეს წერტილად (2997 მ)  და ადგილობრივებისთვის წმინდა მთად ითვლება.

 

 

1963-64 წლებში მომხდარმა ამოფრქვევამ 2000-მდე ადამიანი შეიწირა. ჰაერში ამოფრქვეული გაზები კი  მიწაზე ერთი წლის განმავლობაში ილექებოდა.

აგუნგმა ბოლოს 2017 წელს გაიღვიძა, თუმცა ამჯერად ამოფრქვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

 

მაუნთ-ჰუდი

ჩრდილოეთ ამერიკაში, ორეგონის შტატში მდებარეობს, ქალაქ პორტლენდიდან 80 კმ-ში. მისი სიმაღლე 3420 მეტრია.

 

 

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, ვულკანი პოტენციურად აქტიურად ითვლება, ბოლოს 1700 წელს გაიღვიძა, ხოლო მომდევნო 30 წლის განმავლობაში მისი ამოფრქვევის ალბათობა 3-7%-ია. მაუნთ-ჰუდი ტურისტებისთვის ღირსშესანიშნავ ადგილს წარმოადგენს, აქვეა 3 სამთო-სათხილამურო კურორტიც.

 

 

კელუდი

ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 1731 მეტრია. ვულკანის მიძინების პერიოდში კრატერში ტბა წარმოიქნება. 1311 წლიდან დღემდე ის 29-ჯერ ამოიფრქვა. ყველაზე მასშტაბური 1568 წლის შემთხვევა იყო, როცა 10 ათასი ადამიანი დაიღუპა. ასევე ტრაგედია დატრიალდა 1919 წელს, როცა კრატერიდან ადუღებული წყალი მთის კალთებზე დაეშვა და 5 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბოლოს  2014 წლის 13 თებერვალს ამოიფრქვა, თუმცა, მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

 

პინატუბო

მოქმედი ვულკანი ფილიპინებზე, კუნძულ ლუსონზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 1486 მეტრია.

 


ბოლო 6 საუკუნის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ამოფრქვევა 1991 წელს დაფიქსირდა. ფერფლისა და კვამლის სვეტი 30 კილომეტრის სიმაღლეზე აიჭრა. დაიღუპა 700-მდე ადამიანი, 100 ათასი კი უსახლკაროდ დარჩა. 1991 წლის შემდეგ პინატუბოს რაიონში მიწისძვრები გახშირდა, რის გამოც  რამდენიმე კილომეტრის რადიუსში აკრძალულია მშენებლობები.

 

 

გალერასი

ვულკანი სამხრეთ ამერიკაში, კოლუმბიის ქალაქ პასტოს სიახლოვეს.

 


გეოლოგების ცნობით, უკანასკნელი 7 ათასი წლის განმავლობაში 6 მასშტაბური ამოფრქვევაა დაფიქსირებული. მისი სიმაღლე 4276 მეტრია, კრატერის დიამეტრი – 320,  ხოლო სიღრმე – 80 მეტრია.

 

 

კილაუეა

ჰავაიზე მდებარე მოქმედი ვულკანია.

 

 

მისი ხილული ნაწილი – 1247 მეტრია, ხოლო ფუძე წყნარი ოკეანითაა დაფარული და 5,5 კილომეტრია. გეოლოგების მონაცემებით, კილაუეა პერიოდულად იღვიძებს, რასაც ლავის ამოფრქვევა მოსდევს.  

 

 


რეკომენდებული სტატიები
ასტროფოტოგრაფია - Insight Astronomy Photographer-ის ფინალისტები

ასტროფოტოგრაფია - Insight Astronomy Photographer-ის ფინალისტები

ასტროფოტოგრაფია - Insight Astronomy Photographer-ის ფინალისტები
ასტროფოტოგრაფების კონკურსში წელს 91 ქვეყნის ფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა და ჯამში 4200 ფოტო წარმოადგინეს. ამ ეტაპზე გამოვლინდნენ ფინალში გასული ნამუშევრები, რომელთა შორის საუკეთესოებს 24 ოქტომბერს დაასახელებენ
ქართველი მეცნიერები ციტირების საერთაშორისო რეიტინგებში

ქართველი მეცნიერები ციტირების საერთაშორისო რეიტინგებში

ქართველი მეცნიერები ციტირების საერთაშორისო რეიტინგებში
შევეცადეთ გაგვერკვია თუ ვინ არიან საერთაშორისო ჟურნალებში ყველაზე ციტირებული ქართველი მეცნიერები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.