fbpx

საინტერესო სივრცეები თბილისში – საცხოვრებელი კომპლექსი “შენი სახლი ჯიქიაზე”


გააზიარე სტატია

 

ვაგრძელებთ საუკეთესო სივრცეების გაცნობას საცხოვრებელი კომპლექსიდან “შენი სახლი ჯიქიაზე”. At.ge წარმოგიდგენთ კაფეს, სადაც თბილისში ყველაზე ორგანულ საკვებს და განსაკუთრებულ ყავას აღმოაჩენთ. ასევე აზროვნების აკადემიას, რომელიც ვფიქრობთ, ყველა მშობლისა და რაც მთავარია ბავშვებისთვისაც საინტერესო იქნება.

 

კაფე ბოტანიკა • Botanica

ჩვენ ვართ კომპლექსის, “შენი სახლი ჯიქიაზე”  ერთ-ერთი პირველი მოსახლეები და გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი ჯანსაღი და მყუდრო გარემო ჩვენი მეზობლებისთვის (და არა მხოლოდ), როგორსაც ჩვენ თავადაც  ვისურვებდით. “ბოტანიკას” კონცეფციის ინსპირაცია სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობით ავიღეთ, ჩვენი ძირითადი მიმართულებები საუზმე და ლანჩია, ხოლო მთავარი პრიორიტეტი კი ჯანსაღი საკვები. ასევე საღამოს სტუმრებისთვის გვაქვს საინტერესო სიახლე –  ვთავაზობთ ღვინის ბარს, სათითაოდ შერჩეული ღვინის ასორტიმენტით და ამასთან ერთად, სულ ცოტა ხანში დაგვემატება სხვადასხვა დაფები: ყველის, ხორცის და ა.შ.

 

გვესაუბრეთ ორგანულ და ბიოპროდუქტზე, რაც თქვენი მთავარი მიმართულებაა

პირველ რიგში მოგიყვებით  საკონდიტრო ნაწარმზე. ყველა ნამცხვარი, რომელიც ჩვენთან არის წარმოდგენილი, ვიზუალითაც და გემოთიც სახლში დამზადებულს ჰგავს და ყოველდღე ახალი მზადდება. დილაობით ასევე გვაქვს ჩიას და სელის დესერტები, ომლეტების სერია, ოთხი სახის. მაგალითად, ერთ-ერთის, ისპანახის ომლეტის მომზადებისათვის ვიყენებთ ბიო-ისპანახს, კვერცხი აუცილებლად ყოველთვის სოფლისაა. და ასევე გვაქვს ღვინოები, რომელიც არ არის მასობრივი  წარმოების, ნატურალურია და მცირე მარნების მიერაა დამზადებული. ამის გამო ძალიან ბევრი უცხოელი მომხმარებელი გვყავს. გარდა ღვინის კუთხისა, ჩვენთან კოქტეილების დაგემოვნებაც შეგიძლიათ, მაგალითად, “მოჰიტო” და “Tequila sunrise” ნატურალური ფრეშებისგან მზადდება. გვაქვს ასევე სახლში დამზადებული ლიმონათები.

 

ვიცით, რომ თქვენთან Specialty ყავის დაგემოვნებაა შესაძლებელი და მას ბარისტა ამზადებს

 

ჩვენ გვაქვს ნამდვილად განსაკუთრებული ყავა “Urban Coffee”, რომელიც არ არის ფართოდ გავრცელებული და არის მცირე ზომის სახალავი. გერმანელების კომპანიაა და ისინი ყავის მწვანე მარცვლებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში – კენიაში, ეთიოპიაში და ა.შ. აგროვებენ. ამ ყავის ბევრი სახეობა არსებობს, თუმცა თვითონ Urban coffee-ის  შექმნილი აქვს ესპრესოს ბლენდი და მის მიხედვით მზადდება ყველანაირი ყავა. რაც ასევე მნიშვნელოვანია, გვაქვს თითქმის ყველანაირი რძე – ულაქტოზო, ნუშის, ქოქოსის, სოიის, ბრინჯის და ა.შ. გვაქვს თან წაღების და  ყავის შეძენის და დაფქვის სერვისი.

 

აზროვნების აკადემია Letterato – ლეტერატო

მე ვარ თაკო რაზმაძე, აზროვნების აკადემიის, “ლეტერატოს” დამფუძნებელი. “ლეტერატო”, ეს არის სივრცე მოზარდებისთვის, სადაც ჩვენ ვცდილობთ ვიმუშაოთ  ზოგად განათლებაზე და ისეთი უნარების გამომუშავებაზე, რომელიც მათ ზრდასრულ ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ. გვაქვს სხვადასხვა სასწავლო მოდულები, პირველ რიგში ეს არის წიგნიერება და კრიტიკული აზროვნება, სადაც ლოგიკურ მსჯელობას და ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზის გაკეთებას ვასწავლით.

გარდა ამისა, ვკითხულობთ მსოფლიო ლიტერატურას, ძალიან საინტერესო მეთოდით და შემდეგ ვარჩევთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს შეეძლოთ წაკითხული მასალის გაანალიზება. ასევე გვაქვს ხელოვნების ისტორიის კლასი, სადაც სწავლება ინტერაქტიული მეთოდით ხდება. სწავლობენ ჟანრებს, მიმდინარეობებს, არქიტექტორებს, მხატვრებს და ა.შ.

 

 

სწავლის პროცესში აკეთებენ ინსტალაციებს, პერფორმანსებს და ქმნიან ნამუშევრებს.  საინტერესოა ასევე მათემატიკური ლოგიკის კურსი, სადაც მათემატიკურ აზროვნებას სწავლობენ ბავშვები, როგორ მივიდნენ სწორ აზრამდე, როგორ იაზროვნონ სხარტად, ეს კურსი ვფიქრობთ, შემდეგში ჩვენს მოსწავლეებს უნარების და “ჯიმატის” ტესტებსაც გაუადვილებს.

უფროსი ბავშვებისთვის კი ძალიან საინტერესო ჯგუფია კრიტიკული აზროვნება ინგლისურად, სადაც მოწვეული ამერიკელი სპეციალისტი ატარებს ლექციებს, რომელიც ბავშვებს ქეისური მეთოდით პრობლემების გადაჭრას და კრიტიკულ აზროვნებას ასწავლის. და გვაქვს სიახლე, ახლახან დავამატეთ ინოვაციების, მეწარმეობის და ბიზნეს უნარების კურსი, აქაც უცხოელი მასწავლებელი გვყავს, რომელიც ბავშვებს იდეების განვითარებაში ეხმარება – როგორ გარდავქმნათ ის რეალურ პროდუქტად და როგორ შეიძლება მისი ბაზარზე განთავსება.

 

როგორია კურსის ხანგრძლივობა?

 

საფეხურების მიხედვით  გვაქვს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიანი კურსები. ჩვენთან სწავლა ყოველი წლის პირველ ოქტომბერს იწყება და 30 ივნისს სრულდება. ყოველ წელს ბავშვი შემდეგ საფეხურზე გადადის, სანამ მე-12 კლასს არ დაასრულებს. თითო კურსის მეცადინეობა არის კვირაში ორჯერ, 1,5 საათის განმავლობაში. ბავშვები მიიღებიან  მე-6 კლასიდან. ჯგუფში 12 მოსწავლეა.

 


რეკომენდებული სტატიები
ქალაქი ქალაქში

ქალაქი ქალაქში

ქალაქი ქალაქში
“შენი სახლი ჯიქიაზე” საცხოვრებელ ნაგებობებთან ერთად სხვადასხვა საინტერესო სივრცეებსაც მოიცავს
“შენი სახლი ჯიქიაზე” განსხვავებული სადარბაზოებით
Play Video

“შენი სახლი ჯიქიაზე” განსხვავებული სადარბაზოებით

“შენი სახლი ჯიქიაზე” განსხვავებული სადარბაზოებით
ჯიქიას ქუჩაზე, პოლიტკოვსკაიას 3 ნომერში, გარდა უზარმაზარი მწვანე ტერიტორიისა - თბილისში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სადარბაზოებია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.