სპორტის ახალი სახეობა – დრონების რბოლა
Drone racing – სპორტის ყველაზე ახალი, თანამედროვე და დინამიკური სახეობაა. მონაწილეები, რომლებიც FPV სათვალეებით არიან აღჭურვილნი, სამგანზომილებიან ტრასებზე მრბოლელ დრონებს მართავენ. დრონებში ინტეგრირებული კამერებით კი, გამოსახულების ტრანსლაცია მონაწილეების ეკრანებსა და ინტერნეტში მიმდინარებს.
სულ მალე კი გაიმართება კონკურსი AlphaPilot, რომელიც მოუწოდებს 10 კაცისგან შემდგარ გუნდებს შეიმუშაონ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა NVIDIA Jetson-ის ბაზაზე. წამოწყების იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დრონებმა ტრასები ყოველგვარი წინასწარი პროგრამირებისა და სანავიგაციო სისტემების გარეშე უნდა გაიარონ. მეტიც, ისინი დამოუკიდებლად უნდა შეეჯიბრონ მსოფლიოს საუკეთესო Drone Racer-ებს და დასძლიონ ურთულესი სამგანზომილებიანი ტრასები. ამისათვის კი, ცვლილებები შევიდა DRL-ის წესებში, რომლის მიხედვითაც, კონკურსებში სრულად ავტონომიური დრონებიც დაიშვებიან.
რბოლაში მონაწილეობის მიღებას ამერიკელი სტუდენტებისა და ასპირანტების გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანებიც შეძლებენ.