fbpx

საქართველოში პირველი ნეთვორქინგ ივენთი გაიმართება


გააზიარე სტატია

No photo description available.

 

2 და 3 მარტს ლოპოტაზე ჩატარდება პირველი https://www.facebook.com/NetGeorgia/ ქართული ნეთვორქინგ ივენთი, რომელიც “ბენე ექსკლუზივის” ინიციატივაა.  

ღონისძიებას ქართულ ბაზარზე არსებული ადგილობრივი და უცხოური, მსხვილი თუ საშუალო ბიზნესის 400-მდე წარმომადგენელი დაესწრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მათგანს  არაფორმალურ, სასიამოვნო გარემოში კონტაქტების გაცვლის, საკუთარი კომპანიის საქმიანობის წარდგენისა და ახალი ბიზნეს იდეების განხორციელების საშუალება მიეცემა.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორების ინიციატივით ივენთი თბილისიდან მგზავრობის დროს დაიწყება, კახეთში, სასტუმრო “ლოპოტა რეზორტში” კი ღონისძიების სტუმრებს უამრავი აქტივობა, სიურპრიზი და გასართობი ელოდებათ.

 


ღონისძიებას რამდენიმე ცნობილი სპიკერი ეყოლება. ბიზნეს სექტორისთვის საინტერესო თემებით დისკუსიას ტრენერები დავით გოგიჩაიშვილი და დავით ჩიკვაიძე წარუძღვებიან. პროექტის მოდერატორი კი პაატა პაპავა იქნება.  

ნეთვორქინგ ივენთები ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში ძალზედ პოპულარულია. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის ახალი ამბავი არ არის, რომ სოციალური რესურსი, მრავალფეროვანი კონტაქტები და ფართო სანაცნობო წრე წარმატების მიღწევის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. Networking Georgia-ს მთავარი მიზანიც სწორედ ეს გახლავთ. ის  პირველი ქართული Networking პროექტია, რომლის მიზანი  ბიზნესსექტორის განვითარების ხელშეწყობაა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.