fbpx

18 თებერვალი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

სინგაპურში ქართველი ხელოვანის, ლევან სონღულაშვილის მულტიმედია პროექტის გამოფენა გაიხსნება

20 თებერვალს ქართველი ხელოვანის, ლევან სონღულაშვილის მულტიმედიური პროექტი სინგაპურში, Objectifs Chapel Gallery-ში გაიხსნება. სტიქიონი (STOICHEÎON) ორ მონუმენტურ ვიდეოინსტალაციასა და იაპონური ტუშით, აზიური კულტურის გავლენით შექმნილ ნახატებს აერთიანებს. 

წყარო: https://www.instagram.com/

 

დღის ვიდეო: A Star Is Born-ის გადაღებებზე შეკრებილ ფანებს ლედი გაგამ Bad Romance უმღერა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ბერლინის 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გამარჯვებულები დააჯილდოვეს

გამარჯვებულთა სრული სია ასე გამოიყურება:

  • ოქროს დათვი საუკეთესო ფილმისთვის – Synonyms
  • ვერცხლის დათვი (გრან პრი) – ფრანსუა ოზონი, By the Grace of God
  • ვერცხლის დათვი იმედისმომცემი ფილმისთვის (ალფრედ ბაუერის პრიზი) – System Crashe
  • ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისურისთვის – ანგელა შანელეკი, I Was at Home, But
  • ვერცხლის დათვი საუკეთესო მსახიობი ქალი და საუკეთესო მსახიობი ქალი – ვანგ ჯინგჩუნი და იონგ მეი ფილმისთვის – So Long, My Son
    ვერცხლის დათვი საუკეთესო სცენარისთვის – Piranhas

წყარო: https://variety.com/

 

ენ ჰეთეუეი და რებელ უილსონი კრის ედისონის ახალ ფილმში The Hustle მთავარ როლებს ასრულებენ

ისტორიის ეპიცენტრში წყნარი საკურორტო ქალაქია, მაღალი კლასის კაზინოებითა და მდიდრული ვილებით. ეს კი იდეალური გარემოა სხვადასხვა ტიპის თაღლითებისთვის. თავისი ხელობის მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი ასეთი თაღლითი წარმატებით ატყუებს და ართმევს ფულს მდიდარ ხალხს, თუმცა სწორედ ამ დროს ქალაქში მეორე თაღლითი ჩამოდის. ფილმი ეკრანზე 2019 წლის 10 მაისს გამოვა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

საქართველო ყოველწლიურად სტარტაპ გრაინდის გლობალურ კონფერენციას უმასპინძლებს

Image may contain: 2 people, people smiling, people sitting and indoor

გუგლის კამპუსში, სილიკონ ველზე,  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, Startup Grind-ის დამფუძნებელმა დერეკ ანდერსენმა და საქართველოში მისმა წარმომადგენელმა კოლინ დონაჰუმ მოაწერეს ხელი.

სტარტაპ გრაინდი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტარტაპ გაერთიანებაა, რომელიც 125-ზე მეტი ქვეყნიდან 2 მლნ ენტრეპრენერს აერთიანებს. ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-ზე მეტი სტუმარი დაესწრება. Startup Grind Tbilisi უმასპინძლებს მაღალი კლასის სპიკერებსა და საერთაშორისო მონაწილეებს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

20 თებერვალს „CineDom” საქართველოს კინოაკადემიისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ერთობლივი პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ქართველი რეჟისორის, ტატო კოტეტიშვილის (1959-1997) ფილმებს: „გმირი“, „ქალაქის ცხოვრება“, „ნოსტალგია“.

 

Image may contain: 2 people

ღონისძიების მოწვეული სტუმარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო მხეიძე, რომელიც რეჟისორსა და მის შემოქმედებაზე ისაუბრებს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

მსახიობი ბრუნო განზი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა

შვეიცარიელი მსახიობი ციურიხში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.  განზი გერმანულენოვანი ფილმებისა და თეატრის პოპულარული მსახიობი იყო. სხვადასხვა როლი აქვს განსახიერებული ინგლისურ ფილმებში, მათ შორის The Reader-სა და The Manchurian Candidate-ში.

წყარო: https://www.bbc.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.