fbpx

არასრულწლოვანთათვის ცივი იარაღის მიყიდვის საწინააღმდეგოდ ახალი კამპანია იწყება


გააზიარე სტატია

 

დღეს, მხოლოდ თბილისში, 50-მდე მაღაზიაა, რომლებშიც ცივი იარაღი, მათ შორის დანა, კასტეტი, ელექტრო შოკი, ხელკეტი და სხვა თავისუფლად იყიდება. გაყიდვის ობიექტების დიდი ნაწილი სკოლებთან ახლოს მდებარეობს. კანონით არასწრულწლოვანისთვის ცივი იარაღის მიყიდვა აკრძალულია, თუმცა, კანონი არ სრულდება. მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში, თბილისის სკოლებიდან 540 ბასრი საგანია ამოღებული.

თბილისის მასშტაბით, დღის განმავლობაში, ქუჩაში 300-მდე დანა და სხვა ცივი იარაღი იყიდება და მათი მყიდველების დიდი ნაწილი არასრულწლოვნები არიან. ეს სწორედ ის დანებია, რომლებითაც შემდეგ ის გახმაურებული დანაშაულები ხდება, რომლებსაც სხვადასხვა მედია საშუალებით ასე ხშირად ვისმენთ. თითქოს, ამ მოცემულობას ჩვენ უკვე როგორც ჩვეულებრიობას ისე ვიღებთ.

 

Image may contain: text and outdoor

 

სოციალური პროექტით „მოგისმენიათ, როგორ ჟღერს გულგრილობა?“ კრეატიული სააგენტო Watergunz საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, რომ პეტიციაზე ხელის მოწერით არსებული მდგომარეობა შეიცვალოს: აღსრულდეს კანონი, გამკაცრდეს ცივი იარაღის გაყიდვის პროცედურა და მისი შეძენა მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიებში გახდეს შესაძლებელი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.