fbpx

21 თებერვალი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

სამსუნგმა ახალი ტელეფონები, მათ შორის დასაკეცი სმარტფონი ოფიციალურად წარადგინა

Image result for Samsung’s foldable phone is the Galaxy Fold, available April 26th starting at $1,980

გვიან ღამით სან-ფრანცისკოში გამართულ სამსუნგის კონფერენციაზე კომპანიამ უახლესი სმარტფონები წარუდგინა დამსწრე საზოგადოებასა და მსოფლიოს. მათ შორის ყველაზე დიდი ინტერესი პირველმა დასაკეცმა სმარტფონმა – Galaxy Fold-მა გამოიწვია. გარდა ამისა, კომპანიამ ახალი Galaxy S10-ისა და S10 Plus-ის პრეზენტაციები მოაწყო. 

წყარო: https://www.theverge.com/

 

ჰოლივუდელმა მსახიობებმა  რეჟისორი ქალების მხარდასაჭერად ახალი კამპანია წამოიწყეს

4 Percent Challenge – ასე ჰქვია ახალ გამოწვევას, რომელშიც აქტიურად მონაწილეობენ ჰოლივუდის მსახიობები. გამოწვევის ინიციატორი მსახიობი ტესა ტომფსონი გახდა, რომელმაც სანდენსის კინოფესტივალზე კინოინდუსტრიაში  რეჟისორი ქალების ნაკლებობაზე ისაუბრა და თქვა, რომ დიდი კინოსტუდიების ფილმებიდან, რომლებიც 2019-2020 წლებში გამოდის, მხოლოდ 4 პროცენტია ქალების გადაღებული.

სწორედ ამიტომ, ტესამ ახალ გამოწვევას ჩაუყარა საფუძველი და თქვა, რომ მომდევნო 18 თვის განმავლობაში ის მხოლოდ  რეჟისორი ქალების პროექტებს დასთანხმდება.

ტომფსონის სიტყვით გამოსვლა მალევე გახდა ვირუსული და მის გამოწვევას სხვა მსახიობებიც შეურთდნენ, მათ შორის არმი ჰამერი, სიუზან სარანდონი, ჯენიფერ ლოპესი, ემი შუმერი, ბრი ლარსონი, რიზ უიზერსპუნი, ბრაის დალას ჰოვარდი, ევა ლონგორია და სხვები.

წყარო: https://www.telegraph.co.uk

 

მეორე მსოფლიო ომში მონაწილე მეზღვაურის გარდაცვალების მეორე დღეს ძეგლს, რომელზეც მისი ფიგურა მედდას კოცნის, #MeToo დააწერეს

ძეგლი სახელად  “უპირობო დანებება” ამერიკაში,  ფლორიდის შტატის ქალაქ სარასოტაში დგას. მასზე #MeToo წითელი სპრეით მიაწერეს. ზარალის ოდენობა ათას დოლარად შეფასდა და ძეგლს გრაფიტი მალევე მოაშორეს.

წყარო: https://www.bbc.com/

 

გვინეტ პელტროუმ მარველის კინოსამყაროსთან გამომშვიდობება გადაწყვიტა

სულ მალე ის სუპერგმირების სამყაროს გამოემშვიდობება და მისი პერსონაჟი ბოლოჯერ Avengers: Endgame-ში გამოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ოსკაროსანმა მსახიობმა მარველის კინოსამყაროდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ის არ გამორიცხავს, რომ ერთ დღეს კვლავ დაბრუნდეს.

წყარო: https://variety.com/

 

დევიდ ლინჩის 1986 წლის კინოკლასიკიდან, Blue Velvet-დან ამოჭრილი 51-წუთიანი მონაკვეთი მაისში გავრცელდება

მასში შევა ფილმის ის ნაწილი, რომელიც თავდაპირველ ვერსიაში ამოჭრეს და დაკარგული იყო. Criterion-ის კოლექციაში შესული ფილმის, Blu-Ray-ის ვერსია 28 მაისს გამოვა.

წყარო: https://www.indiewire.com

 

ოსკარის სცენას წელს 40 ათასი ცოცხალი ვარდით გააფორმებენ

View this post on Instagram

1st look at my design for the 91st Academy Awards. I think we can all agree that the world is filled with too many straight lines & rigid thinking. For this years #oscars I have designed a world based on the ideas of inclusion & community. The design uses warm welcoming shapes that will not only reach out & wrap around the audience but towards the viewers at home. We call this piece the CRYSTAL CLOUD. It’s only one of many looks for the #oscars on February 24 (a week from today). It weighs 1600 lbs & I can tell you (because we teched it yesterday) that it’s truly spectacular in person. Can’t wait for you all to see what we are cooking up for the telecast. Did I mention we have about 40,000 real roses on stage?

A post shared by David Korins (@davidkorins) on

24 თებერვალს დოლბის თეატრი სწორედ ამ რაოდენობის ცოცხალი ვარდებით მოირთვება. ინფორმაცია ვარდების შესახებ ოსკარის სცენის დიზაინერმა დევიდ კორინსმა გაამხილა.

წყარო: https://www.instagram.com

 

ლედი გაგა და მისი საქმრო კრისტიან კარინო ერთმანეთს დაშორდნენ

ჭორები წყვილის დაშორების შესახებ ჯერ კიდევ გრემის დაჯილდოებისას გაჩნდა, როდესაც გაგა ცერემონიას საქორწინო ბეჭდის გარეშე დაესწრო. გაგამ კრისტიანთან ნიშნობის შესახებ ინფორმაცია გასული წლის 15 ოქტომბერს ჟურნალ ELLE-ს ყოველწლიურ ღონისძიებაზე გაავრცელა. ლედი გაგა და კრისტიან კარინო 2017 წლის შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს.

წყარო: https://www.harpersbazaar.com/

 

21 თებერვალს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, მხატვრისა და პოეტის, რეზო ესაძის ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება.

ამავე დღეს კინოთეატრ რუსთაველის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება. ღონისძიება ხელოვანის 85 წლის იუბილეს ეძღვნება.

ფოტო: https://ipress.ge/

 

 

 


რეკომენდებული სტატიები
20 თებერვალი დილიდან 
Play Video

20 თებერვალი დილიდან 

20 თებერვალი დილიდან 
ნახეთ: პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმის კიდევ ერთი ტრეილერი შეუდარებელი პენელოპე კრუზის მონაწილეობით.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.