fbpx

22 თებერვალი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ნახეთ: Pixar-ის ამ ახალ მოკლემეტრაჟიან ანიმაციას ცრემლების გარეშე ვერ უყურებთ

წყარო: https://www.youtube.com/

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნის, “ეგნატე გაბლიანი – ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა” პრეზენტაცია გაიმართა

Image may contain: 1 person

წიგნი ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემათა სერიის – “ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა” ფარგლებში გამოიცა.  მასში შესულია ეროვნული მოღვაწის, ეთნოგრაფის, არქეოგრაფის, მუზეუმთმცოდნისა და პუბლიცისტის, ეგნატე გაბლიანის მეცნიერული მემკვიდრეობა, რომელთა შორისაა სამი მონოგრაფია და პრესაში დაბეჭდილი პუბლიცისტური წერილები. წიგნს ახლავს ეგნატე გაბლიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი პუბლიკაციები და ეთნოგრაფისადმი მიძღვნილი კონფერენციების მოკლე ანგარიში.

წყარო: https://www.facebook.com/

 

24 თებერვალს მწერალთა სახლის ორგანიზებით საქართველო პირველად შეუერთდება „მსოფლიო პოეტური მოძრაობის“ საერთაშორისო ლიტერატურულ პროექტს    – „მსოფლიო კედლების გარეშე“

Image may contain: people sitting and text

პროექტი 2013 წლიდან  ყოველწლიურად ხორციელდება და ერთი თვის განმავლობაში მსოფლიოს  150-ზე მეტ ქვეყანაში იმართება პოეზიის კითხვის დღეები. 2019 წლის თებერვალში საერთაშორისო კამპანიაში მსოფლიოს 400-ზე მეტ ქალაქში 1000-ზე მეტი პოეტი მიიღებს მონაწილეობას.

„მსოფლიო პოეტური მოძრაობა“  დაფუძნდა 2013 წელს კოლუმბიის ქალაქ მედელინში გამართულ 37-ე საერთაშორისო პოეტური ფესტივალის დირექტორთა მსოფლიო კრებაზე.  ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანია საერთაშორისო პოეზიის ფესტივალების, პოეტებისა და პოეზიის სკოლების ურთიერთთანამშრომლობის გაზრდა,  ბეჭდური და ვირტუალური პუბლიკაციების გამოცემა და შესაბამისად, თანამედროვე პოეზიის გლობალურად წარმოჩენა.

24 თებერვალს, 17:00 საათიდან მწერალთა სახლის შენობისა და ბაღის 10-მდე სხვადასხვა სივრცეში დაგეგმილ პოეზიის მარათონში სხვადასხვა თაობის ქართველი პოეტები  მკითხველებს საკუთარ ლექსებს წაუკითხავენ.

წყარო: https://www.facebook.com/

 

თებერვალში კინოთეატრი “ამირანი” წარმოგიდგენთ ფრანგული საავტორო კინოს ლეგენდის – ფრანსუა ტრიუფოს უკვდავი ფილმების რეტროსპექტივას.

self-confidence

როცა ზედმეტად თავდაჯერებული ხარ 😀 შემთხვევით სექსუალური 🎬https://www.imovies.cc/movies/878364421/I-Feel-Pretty/GEO/HIGH

Gepostet von Movie Story am Montag, 29. Oktober 2018

წყარო: https://www.facebook.com/

 

2019-2020 სასწავლო წლებიდან საჯარო სკოლებში ჩინური ენის სწავლება დაინერგება.

განათლების სამინისტრო

სურვილის შემთხვევაში ჩინურ ენას სკოლებში მეორე უცხო ენად შეისწავლიან. განათლების სამინისტროს დადგენილების თანახმად, ჩინურის, როგორც  მეორე უცხო ენის არჩევა სკოლებს მე-5 კლასიდან შეეძლებათ.

წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/

 

არტ კაფე “ჰოუმი” წარმოგიდგენთ სამი ხელოვანის კოლაბორაციას

Image may contain: one or more people, outdoor and text

სამი ხელოვანის ერთობლივი ნამუშევარი შემოქმედებითი პროცესის დროს სიმშვიდის,  საკუთარ თავთან განმარტოების და თავისუფლების სურვილითაა შექმნილი.

წყარო: https://www.facebook.com/

 

23 თებერვალს, 19:00 საათზე, საგანმანათლებლო ცენტრ “ლეველსში”  გაიმართება სალექციო შეხვედრა გია ბუღაძესთან

Image may contain: 1 person, closeup and text

ლექცია ჩატარდება თემაზე: “პარალელები დიდ მხატვართა შემოქმედებაში”.

წყარო: https://www.facebook.com

 

23 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გიწვევთ ლევან ბერძენიშვილის ახალი წიგნის წარდგენაზე

Image may contain: 2 people, text 

„დიდი გასეირნება ლიტერატურაში“  „ლიბერალისა“ და „არტანუჯის“ მორიგი ერთობლივი გამოცემაა.

წყარო: https://www.facebook.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.