fbpx

“ფაბრიკა” ნომინირებულია ვებპლატფორმა ArchDaily-ს წლის შენობების კონკურსში


გააზიარე სტატია

Image may contain: people sitting

 

კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია!

Fabrika ამჯერად ნომინირებულია ArchDaily-ის კონკურსში Building of the Year 2019, კატეგორიაში – Hospitality.

ArchDaily  არქიტექტურული სფეროს ერთ-ერთი წამყვანი ვებპლატფორმაა, სადაც შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში გაეცნოთ ინფორმაციას არქიტექტურაში მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე მოვლენების შესახებ.   



Image may contain: one or more people, people sitting and table

 

პირველ ეტაპზე, 18 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით, ArchDaily-ზე რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია სასურველი პროექტის ნომინირება. ეს ეტაპი 4 მარტს სრულდება, ხოლო “ფაბრიკის” პროექტის ნომინირებისთვის უნდა ესტუმროთ მოცემულ ბმულს და გაიაროთ რეგისტრაცია.

ნომინირებული 4000 პროექტიდან მეორე ეტაპზე გადავა 5 პროექტი, რომელიც  ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს.

4 მარტიდან დაიწყება ხმის მიცემის მეორე რაუნდი, რომლის დროსაც მომხმარებელს საშუალება ექნება ხმა მისცეს მეორე ეტაპზე გასული ნომინირებული პროექტებიდან ერთ-ერთს. მომხმარებელს საშუალება ექნება თავისი ხმა მისცე თითო პროექტს თითო კატეგორიაში. მეორე ეტაპის ხმის მიცემა 11 მარტს დასრულდება.

თითოეული კატეგორიის გამარჯვებულის ვინაობას ArchDaily 12 მარტს გამოაცხადებს.

გთხოვთ, გააზიაროთ ინფორმაცია კონკურსის შესახებ, ხმების საჭირო რაოდენობის დასაგროვებლად.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.