fbpx

ფოტოების პლატფორმა Dronestagram-ით National Geographic დაინტერესდა


გააზიარე სტატია


ვებპლატფორმა Dronestagram 2013 წელს საფრანგეთში ერიკ დაპინმა შექმნა და უკვე მეხუთე წელია, რაც დრონებით გადაღებული ფოტოების ონლაინ კონკურსს ატარებს. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს, მათ შორის მოყვარულ ფოტოგრაფებსაც შეუძლიათ.

2016 წელს კონკურსით National Geographic დაინტერესდა და ჟურნალის სამი კატეგორია დააწესა: ბუნება, სპორტი-თავგადასავალი და მოგზაურობა.

2015 წელს ვებპლატფორმა Dronestagram პარიზში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციას გამოეხმაურა და სპეციალური კონკურსი გამოაცხადა სახელწოდებით – „პატარა დრონები, დიდი ცვლილებები“. მისი მიზანი იყო, რომ დრონებით გადაღებული ფოტოებით ეჩვენებინა  გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული პრობლემები.

 

Dronestagram-მა 2018 წლის კონკურსის შედეგები შეაჯამა და გამარჯვებულები გამოავლინა:

  • პირველი ადგილი დაიკავა ფოტომ „მშიერი ჰიპოპოტამები“, რომელიც ტანზანიაშია გადაღებული. ავტორი: zekedrone 

 

  • მეორე ადგილზე გავიდა კადრი ცენტრალური ვიეტნამიდან. თავდაპირველად ავტორის სამიზნე პატარა სოფელი იყო, სადაც ჰომარებს ამრავლებენ. ავტორი: Trung Pham

 

  • მესამე პოზიციაზე მოხვდა ფოტო, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, ოდესაშია  გადაღებული. ავტორი: qliebin 

 

Dronestagram-ის კონკურსში მონაწილე სხვა საინტერესო ნამუშევრები:

  • „ჰომარების ფერმა“. ვიეტნამი. ავტორი: ტრუნგ ფამი

 

  • „სუსხიანი დილა“. პოლონეთი. ავტორი: Dron Expert

 

  • „კამუფლაჟი“. ავტორი: macbookboy

 

  • „უსუსურობა ბუნების წინაშე“. ავტორი:  infectedfpv

 

  • “სადაც მდინარე ოკეანეს ხვდება”. ავტორი: JGalamba

 

  • „ლაგუნა დე-კოტაკოტანი“. ჩილე. ავტორი: ალეკს მიმო

 

  • “ტატაკოას უდაბნო (წითელი უდაბნო)”. კოლუმბია. ავტორი:  raggafran

 

  • „კლიმატის დევნილები“. ავტორი: ფლორიან ლედუ

 

  • „სამი ვულკანი“. ავტორი: DroneCopters

 

  • „ზღვის საათი“. ავტორი: Arsovicy

 

  • “დედა-შვილი”. ავტორი: LukeMaximoBell

 

  • „უცნაური ოჯახი“. ავტორი: raggafran

 

  • „გერმანია“. ავტორი:  photographersWorld

 


რეკომენდებული სტატიები
საუკეთესო „დრონული ფოტოგრაფია“ - Drone Awards 2018

საუკეთესო „დრონული ფოტოგრაფია“ - Drone Awards 2018

საუკეთესო „დრონული ფოტოგრაფია“ - Drone Awards 2018
დღეს უკვე არსებობს არაერთი ფოტოფესტივალი, სადაც დრონებით გადაღებული გამოსახულებების გამოფენა ტარდება. ერთ-ერთი ასეთი პრესტიჟული კონკურსია Drone Awards
სპორტის ახალი სახეობა - დრონების რბოლა

სპორტის ახალი სახეობა - დრონების რბოლა

სპორტის ახალი სახეობა - დრონების რბოლა
სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ახალი და დინამიკური სახეობის - Drone Racing-ის მონაწილეები FPV სათვალეებით არიან აღჭურვილნი და სამგანზომილებიან ტრასებზე მრბოლელ დრონებს მართავენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.