9 გვერდი, რომელიც Instagram-ზე უნდა გამოიწეროთ


გააზიარე სტატია

 

Instagram, რომელიც ძირითადად სელფების, საჭმელების და მოგზაურობისას გადაღებული ფოტოების პლატფორმად გამოიყენებოდა არსებობის საწყის ეტაპზე, რაც დრო გადის ცდილობს ყველანაირი ინტერესის, გემოვნების და ცხოვრების სტილის მქონე მომხმარებელს შესთავაზოს მისთვის საინტერესო სივრცე.  მესენჯერის, სთორების, ვიდეოპლატფორმის დამატებით ის ახლა გაცილებით მიმზიდველია, ვიდრე თუნდაც შარშან ამ დროს იყოს.

რაც  დრო გადის, მის წიაღში უფრო და უფრო მეტი საინტერესო გვერდი იქმნება, რომელიც არა კონკრეტული ადამიანისთვის, არამედ გარკვეული თემის გარშემოა შექმნილი და მთელ სამყაროს, ამ სოციალური ქსელის სტილში დამუშავებულ აუთენტურ კონტენტს სთავაზობს.

ვეცადეთ შეგვეგროვებინა ისეთი გვერდები, რომლებიც თქვენი Instagram-ის ფიდს უფრო საინტერესოს გახდიან, თქვენ კი იმაზე დაგაფიქრებენ, რა შეიძლება გავაკეთოთ ამ აპლიკაციის საშუალებით უფრო საინტერესო და განსაკუთრებული, ვიდრე ჩვენი სელფების, ინტერიერის ან ლანჩის ფოტოების დადებაა.

 

#1 Memeterature

იუმორის და ლიტერატურის დიდებული ნაზავია, რომელიც ცხოვრებისეულ ამბებს წიგნების სათაურებთან ასინქრონებს

 

#2 ქართული სლენგის ლექსიკონი

ქართული ჟარგონების და ფრაზების განმარტება ზოგჯერ პირდაპირ, ზოგჯერ იუმორის დახმარებით. ამ გვერდზე შესაძლოა მივიწყებული და ხმარებიდან გამოსული ფრაზებიც იპოვოთ.

 

#3 Memeswhatthefuck 

ფილმებიდან, შოუებიდან, ილუსტრაციებიდან აღებული კადრებისგან შექმნილი მემეები, რომელიც ქართულ კონტექსტში ჯდება

 

#4 აქ მაინც მომასვენეთ

კიდევ ერთი მემეების გვერდი, რომელიც ფერწერული ტილოებით იკვებება და მათი დახმარებით ქმნის ახალ შინაარსს.

 

#5 ბატონი უცხოელ

რომელიც ინსტაგრამის გვერდის საშუალებით გვიზიარებს იმ გზას, რასაც ის გადის ქართველად ქცევისას.

 

#6 Toilets of georgia

აქ ნახავთ ყველანაირ ტუალეტს (ნუ თითქმის ყველანაირს), რომელსაც საქართველოში შეიძლება შეხვდე: დაწყებულს გამორჩეული დიზაინის მქონე კაფეებისა და სასტუმროების ტუალეტებიდან, დასრულებულს ტრიალ მინდორში მოწყობული სოფლის ტუალეტებით.

 

#7 მიჯრა

საინტერესო დიზაინის მქონე ტიპოგრაფიის კოლექცია, რომელიც აერთიანებს ძველ და ახალ წიგნის ყდებს, სარეკლამო და საინფორმაციო აბრებს, ეტიკეტებს და სხვა ბეჭდურ მასალას.

 

#8 364 places

ორმა გოგომ გადაწვიტა გავიდეს და ნახოს 364 განსხვავებული ადგილი. ის , რაც უკვე ნახეს, მათ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ. მიზნამდე დარჩენილია 314 ადგილი.

 

#9 Shoes in Books

ფეხსაცმელები სხვადასხვა ლიტერატურული ტექსტებიდან და ილუსტრაციებიდან.

 


რეკომენდებული სტატიები
საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსები Instagram-ზე

საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსები Instagram-ზე

საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსები Instagram-ზე
Instagram ფოტოშერინგის სოციალური პლატფორმაა, რომელსაც უფრო მოდის, ხელოვნებისა და ცხოვრების წესის თემებზე შექმნილი ვიზუალური კონტენტითაა ცნობილი, თუმცა ამ სოციალურ ქსელში ისეთი პროფილებიც არსებობს, რომლებიც საგანმანათლებლო-შემეცნებით ხასიათს ატარებს. წარმოგიდგენთ რამდენიმე ასეთ საინტერესო ინსტაგრამის ანგარიშს
ბავშვებისთვის რეკომენდებული გვერდები Instagram-ზე

ბავშვებისთვის რეკომენდებული გვერდები Instagram-ზე

ბავშვებისთვის რეკომენდებული გვერდები Instagram-ზე
ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე გონივრული იქნება, თუკი აკრძალვის ნაცვლად მას საინტერესო კონტენტის მოხმარების ჩვევას გამოვუმუშავებთ და კარგ რჩევებს მივცემთ მისი მისწრაფებებისთვის შესაბამის ონლაინ რესურსებზე
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.