27 თებერვალი დილიდან
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი გიწვევთ პროექტის, “მრავალფეროვნების სახეების” დოკუმენტური ვიდეოების ჩვენებაზე.
ნაჩვენები იქნება „მრავალფეროვნების სახეების“ სამი ახალი ვიდეო – “ალა”, “თარაში” და “ლიამანი”. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდებიან ამავე სახელწოდების კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები.
წყარო: https://www.facebook.com/
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ანა კორძაია-სამადაშვილის ახალ წიგნს გამოსცემს
“მართლაც დაუჯერებელი ამბების მომსწრე გახდებით ანა კორძაია-სამადაშვილის ახალ რომანში „ზინკა ადამიანი“, რომლის მთავარი გმირებიც ხეიბარი მუსიკოსი ალექსი ადამიანი, მისი განუყრელი აკორდეონი რავიატა და შვილიშვილი ზინკა, ალექსიზე უიმედოდ შეყვარებული თამარა და თბილისელი „ლამაზები“ – დათა და კოტე არიან. თბილისის ძველ უბანში, ყოფილი რევოლუციონერის მოედნის პირველ ნომერში მცხოვრები ალექსის, მისი შვილიშვილისა და მეგობრების სევდიანი იუმორით გაჯერებულ ისტორიებში ჩვენთვის ნაცნობი წარსულის რეალური ამბები ირეკლება.” – აღნიშნულია წიგნის ანოტაციაში.
წყარო: https://www.facebook.com/
გასულ წელთან შედარებით წელს ოსკარს მეტი მაყურებელი ჰყავდა.
ოსკარის 91-ე დაჯილდოების ცერემონიას ABC-ის პირდაპირ ეთერში წელს 29.6 მილიონმა ადამიანმა უყურა. გარდა ამისა, ცერემონიამ წლეულს იმაზე მეტი პოზიტიური გამოხმაურება დაიმსახურა, ვიდრე შარშან, 2018-ში.
წყარო: https://www.forbes.com/
თეირანის 37-ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე – FADJR – ნომინაციაში „საუკეთესო კოსტიუმების მხატვარი“ თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრის მხატვარმა ანანო მოსიძემ გაიმარჯვა.
საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მუსიკისა და დრამის თეატრმა აკუტაგავას „ცხოვრება იდიოტისა“ წარადგინა.
წყარო: https://1tv.ge/
ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისთავის აღსანიშნავად, 27 თებერვლიდან 29 მარტის ჩათვლით თბილისი უმასპინძლებს გამოფენას – „ლეონარდო. ოპერა ომნია”.
გამოფენაზე, რომელიც სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება, წარმოდგენილია ლეონარდო და ვინჩის 17 ფერწერული ნამუშევრის რეალური ზომებისა და მაღალი რეზოლუციის მქონე ციფრული რეპროდუქციები.
წყარო: https://www.facebook.com/
ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში გრძელდება ლექციათა ციკლი „საუბრები ხელოვნების შესახებ“ – ზრდასრულთათვის.
ხელოვნება, მისი ჟანრები, დარგები, მიმდინარეობები, მსოფლიოს ცივილიზაციები, ხელოვნების სფეროში მომხდარი თუ მიმდინარე ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენები. 2 მარტს მაღალი რენესანსის შესახებ ლექციას წაიკითხავს ხელოვნებათმცოდნე ვატო ხოშტარია.
წყარო: https://www.facebook.com/
27 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაგეგმილია საჯარო ლექცია თემაზე: ,,საქართველოს პირველი რესპუბლიკა, როგორც საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის მცდელობა“.
ლექციას წაიკითხავს ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ბაქრაძე.
წყარო: https://www.facebook.com