fbpx

თბილისში განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება – UK Bridge


გააზიარე სტატია

 

UK Bridge-ის ორგანიზებით 2 მარტს სასტუმრო Rooms-ში უპრეცედენტოდ მასშტაბური განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება. საგანმანათლებლო ცენტრი მსგავს ღონისძიებას უკვე მეცხრედ ატარებს.

 

 

UK Bridge გამოფენაში მონაწილე უნივერსიტეტებსა და სასწავლო ცენტრებს ბაზარზე არსებული მოთხოვნის მიხედვით არჩევს. უკვე ცნობილია, რომ წელს გამოფენას 20 უნივერსიტეტის წარმომადგენებლი დაესწრება. მათ შორის ამერიკული და ბრიტანული სკოლები ჭარბობს:

  • City, University of London, UK
  • Newcastle University London, UK
  • University of East Anglia, UK
  • University of Exeter, UK
  • University of St. Andrews, UK
  • Washington State University, USA
  • Saint Louis University, USA & Spain
  • Suffolk University, USA & Spain
  • George Mason University, USA
  • Drew University, USA
  • Colorado State University, USA
  • University of South Florida, USA
  • Università Cattolica del Sacro Cuore, Italy
  • NABA, Italy
  • Istituto Marangoni, Italy
  • Domus Academy, Italy
  • Anglo American University, Czech Republic
  • Schiller International University, Spain
  • EU Business School, Spain – Germany – Switzerland
  • Central Film School, UK
  • D’Overbroeck’s School, UK
  • ACS Cobham International School, UK
  • BOSWORTH INDEPENDENT COLLEGE, UK
  • Buckswood Overseas Summer School, UK
  • Kings Education, UK
  • CATS College, UK & USA
  • Dukes Education, UK
  • British Study Centres, UK
  • Wimbledon School of English, UK

 

 

UK Bridge-ის დამფუძნებელი, ნუცა ქურიძე ამბობს, რომ წლევანდელი გამოფენის ფორმატში ცვლილებები იქნება. ორგანიზატორები გამოფენის პარალელურად მასტერკლასების მოწყობას გეგმავენ. უკვე ცნობილია, რომ  28 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით უფასო ტრეინინგს გაივლიან ინგლისური ენის მასწავლებლები, კინო სკოლის მოსწავლეები, თავისუფალი უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები.

ინგლისური ენის პოპულარიზაციის მიზნით, UK Bridge-ის გადაწყვეტილებით წელს გათამაშდება 2-კვირიანი საგზური კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში. გათამაშების დეტალები გამოფენაზე გახდება ცნობილი.

ცენტრი, დაარსებიდან უკვე 3500-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა საერთაშორისო განათლების მიღებაში.  მათ შორის ყველაზე პატარა 6 წლის, ყველაზე ასაკოვანი კი 70 წლის აპლიკანტი იყო.

 

აქვე, გამოფენის ივენთის ლინკი: https://www.facebook.com/events/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.