1 მარტი დილიდან
აი, ეს დღეც დადგა და ოფიციალურად შეგვიძლია მოგილოცოთ გაზაფხულის შემოსვლა! როგორც იქნა, ზამთარი უკან მოვიტოვეთ და წინ თბილი და მზიანი დღეები გველის.
რაც შეეხება დღის ამბებს, ტრადიციულად ბევრი საინტერესო რამ გვაქვს მოსაყოლი:
ჰონ კონგის საერთაშორისო კინოფესტივალზე გიორგი თავართქილაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის, “ცუდი ხალხის” პრემიერა გაიმართება
ფილმი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი. “ცუდი ხალხის” საპრემიერო ჩვენება 25 მარტს და პირველ აპრილსაა დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ ამავე ფესტივალზე, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს რატი წითელაძის არაერთი ჯილდოს მფლობელი ფილმი “სოციუმის პატიმარი”.
ჰონ კონგის მსოფლიო პრემიერიდან 4 დღის შემდეგ, 29 მარტს, ლოს-ანჯელესში Indie Short Fest დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. თებერვლის გამარჯვებულებს შორის მოხვდა გიორგი თავართქილაძე ფილმით “ცუდი ხალხი”. ფილმს Best Action Short Award გადაეცემა.
“ცუდი ხალხი” საპროდიუსერო კომპანიის, 20 Steps Productions-ის პროდუქციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
წყარო: http://beta.gnfc.ge/
წაიკითხეთ BBC-ის სტატია ქართული ღვინის შესახებ
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა, სადაც ღვინის წარმოება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს და სადაც უნიკალურ ღვინოებს აწარმოებენ. სტატიის ავტორის თქმით, 2006 წლის რუსული ემბარგოს შემდეგ, საქართველომ ახალი პარტნიორების ძებნა დაიწყო და ამჟამად ქართული ღვინის ექსპორტი მსოფლიოს 55 ქვეყანაში ხორციელდება.
წყარო: https://www.bbc.com/
ოსკაროსანმა რემი მალეკმა შესაძლოა ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში მთავარი, უარყოფითი გმირი განასახიეროს.
ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა, როგორც სხვადასხვა გამოცემა წერს, მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ფაზაშია და საბოლოო გადაწყვეტილებაც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
წყარო: http://collider.com/rami-malek-bond-25-villain/#images
ლეგენდარული მსახიობი მერილ სტრიპი ბებია გახდა.
სტრიპის უფროს შვილს, მემი გამერს ბიჭი შეეძინა.
წყარო: https://www.usmagazine.com
Fox-მა “იქს-ადამიანები: ბნელი ფენიქსის” ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა.
წყარო: https://www.youtube.com
უკრაინა ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსზე მონაწილეობას არ მიიღებს
გადაწყვეტილება მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც კონკურსის შერჩევის პროცესი რუსეთთან დაკავშირებულ პოლიტიკურ დაძაბულობაში გადაიზარდა. 23 თებერვალს ქვეყნის შიდა შესარჩევი კონკურსის გამარჯვებული Maruv გახდა, თუმცა მომღერალსა და უკრაინულ მაუწყებელს შორის შეთანხმება ვერ შედგა. მიზეზად მომღერლის რუსეთში დაგეგმილი ტურნე დასახელდა, რის შემდეგაც შემსრულებელმა განაცხადა, რომ მზად იყო საზღვარგარეთ დაგეგმილი ტურნე კონკურსის სანაცვლოდ გაეუქმებინა.
წყარო: https://www.bbc.com/news/entertainment-arts-47394371
ნახეთ, როგორი იქნება საქართველოს ეროვნული სტენდი ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც 2019 წლის 12-14 მარტს გაიმართება
პროექტის – „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018-ის საპატიო სტუმარი ქვეყანა – საქართველოს“ შემდეგ, ლონდონის წიგნის ბაზრობა პირველი საერთაშორისო ღონისძიებაა, სადაც საქართველო ეროვნული სტენდით წარდგება.
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდის დიზაინი, გასული წლის მსგავსად, გაიმეორებს „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018-ის საპატიო სტუმარი ქვეყანა – საქართველოს“ ბრენდინგსა და ვიზუალურ კონცეფციას.
საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე უკვე მეშვიდედ მონაწილეობს და ტრადიციულად ბრიტანული წიგნის ბაზარზე ქართველი ავტორებისა და გამომცემლების პოპულარიზაციას ემსახურება.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე 170-მდე ქართული გამოცემის, ცალკეულ გამომცემელთა, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული კატალოგების დათვალიერება იქნება შესაძლებელი.
წყარო: https://www.facebook.com/