fbpx

არტისტმა ახალი შენობა WatsApp-ის ემოჯებით მოაპირკეთა


გააზიარე სტატია

 

რა არის მიქელანჯელოს ქანდაკებებისა და მარმარილოს რელიეფების დღევანდელი ეკვივალენტი? არქიტექტორ ჩანგიზ ტეჰრანის აზრით, ეს “ემოჯებია” (ემოციებია). და ის ამაში იმდენად დარწმუნებულია, რომ 22 მათგანი ნიდერლანდების ერთ-ერთ შენობაზე განათავსა.

“კლასიკურ არქიტექტურაში ფასადებზე მეფეების თავებს ან მსგავს ელემენტებს იყენებდნენ, – განუცხადა მან გამოცემა Verge-ის, – ჩვენ კი ვიფიქრეთ, ისეთი რა შეიძლებოდა გამოგვეყენებინა ორნამენტად, რომ 10 ან 20 წლის შემდეგ შეგვეძლო გვეთქვა – ჰეი, ეს ამა და ამ წლისაა!”

 

 

შენობა ბადისებრ ხაზებს მიჰყვება, აქვს აგურის სვეტები, თეთრი ბეტონის განივი ძელები და წრეები გადაკვეთებზე. “ემოჯები” შენობის მხოლოდ ერთ მხარეზეა განთავსებული, რომელიც ქალაქის მოედანსა და 150 წლის მუხას გადაჰყურებს. შენობა შერეული დანიშნულებისაა –  პირველ სართულზე მაღაზიებით, ხოლო ზემოთ საცხოვრებელი ბინებით.

 

 

22 “ემოჯის” დიზაინი არქიტექტორმა WatsApp-იდან აიღო და მათგან 3D მოდელები დაამზადებინა.


ამ ადგილას ბევრი ახალგაზრდა  იყრის თავს, ხოლო “ემოჯი” თანამედროვეობის  მნიშვნელოვანი ნაწილია”, – თქვა ტეჰრანიმ, რომელიც ჰოლანდიური ფირმის –  Attika Architekten-ის თანამშრომელია. “მოედანზე სტუდენტები ლანჩს მიირთმევენ ხოლმე და სურათებს იღებენ. მათ ეს მოსწონთ. ჩვენს არქიტექტურაში ყოველთვის ვცდილობთ ისეთი დეტალების დამატებას, რაც პროექტს უფრო მიმზიდველს  გახდის, ვიდრე უბრალო მოსაწყენი შენობაა.”

 

 

თუმცა, ფასადის ემოციებით გაფორმების  იდეა ყველას არ მოსწონებია. “არქიტექტურა სერიოზული საგანია, – განაცხადა ნიუ-იორკის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორმა შონ ხოსანდიმ Wired-ისთან ინტერვიუში.  – ჩვენ დიდძალ მასალას ვიყენებთ და ბევრ მიწას ვიკავებთ, რასაც დიდი პასუხისმგებლობაც მოჰყვება.”

 

 

“თუ ყველაფერს ლაზღანდარობას და ერთჯერად მოწონებაზე დავიყვანთ, ეს საკმაოდ საშიში მიდგომაა”. ხოსანდის აზრით, ტეჰრანის მიერ  “ემოჯების” გამოყენებას არქიტექტურული აზრისა და ტექნოლოგიის წინსვლა არ მოჰყოლია.

 

 

უფრო მეტიც, ხოსანდიმ ხაზი გაუსვა, რომ შენობის გარშემო დისკუსია მხოლოდ “ემოჯებთან” დაკავშირებით მიმდინარეობდა და არ ეხებოდა პროექტის საკმაოდ უფერულ დიზაინს. “ჩემი აზრით, ეს შენობა კლიშეა და ის ძალიან მალე მოძველდება”.

 

https://www.artfido.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.