fbpx

ნიუ ორლეანის “მარდი გრა” Magnum Photos ბრიუს გილდენისგან


გააზიარე სტატია

 

“ნიუ-ორლეანი შენს შინაგან სამყაროს ათავისუფლებს, საშუალებას გაძლევს გარეთ გამოუშვა პიროვნების ის მხარე, რომელიც მორალური შეხედულებების გამო გამოკეტილი გყავს. აქ გარდაისახები და ხდები ის, ვინც გსურს რომ გახდე“, – ნიუიორკელი ფოტოგრაფი ბრიუს გილდენი ამგვარად აღწერდა ქალაქში პირველი ვიზიტით მიღებულ შთაბეჭდილებას.

 

 

სააგენტო Magnum Photos-ის წევრი ბრიუს გილდენი, რომელმაც ქუჩის ფოტოგრაფიითა და ახლო მანძილიდან გადაღებული ექსტრემალური კადრებით გაითქვა სახელი, ნიუ-ორლეანში პირველად 1974 წელს, ჯერ კიდევ ახალგაზრდა გაემგზავრა. მას სურდა თავისი თვალით ენახა „მარდი გრას“ განთქმული დღესასწაული, რომელიც კათოლიკური დიდი მარხვის დაწყებამდე, ზამთრის ბოლოს თვეს, კოსტიუმირებული კარნავალის თანხლებით იმართება.

 

 

ფოტოგრაფის თქმით, ნიუ-ორლეანის ენერგია, მენტალიტეტი, სოციალური და კულტურული შრეები კარდინალურად განსხვავდებოდა ნიუ-იორკის რეალობისგან და იქ გატარებული დრო წარმართულ სიზმარში მოხვედრას ჰგავდა.

1974-1984 წლებში ბრიუს გილდენმა ნიუ-ორლეანში 7-ჯერ იმოგზაურა და ფირზე აღბეჭდა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და კოლორიტული ფენომენი „მარდი გრა“.

 

 


რეკომენდებული სტატიები
ნიუ იორკი, ბავშვები და ქუჩის ფოტოგრაფია 80 წლის წინ - ელენ ლევიტი

ნიუ იორკი, ბავშვები და ქუჩის ფოტოგრაფია 80 წლის წინ - ელენ ლევიტი

ნიუ იორკი, ბავშვები და ქუჩის ფოტოგრაფია 80 წლის წინ - ელენ ლევიტი
ელენ ლევიტი ამერიკული ქუჩის ფოტოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  ფიგურაა. მას ერთდროულად “თავისი დროის ყველაზე აღიარებულ და ყველაზე უცნობ ფოტოხელოვანადაც” მოიხსენიებენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.