BBC უარს ამბობს მაიკლ ჯექსონის სიმღერებზე ახალი დოკუმენტური ფილმის გამო


გააზიარე სტატია


BBC-ის Radio 2-მა თავისი პლეილისტებიდან ამოიღო მაიკლ ჯექსონის სიმღერები Channel 4-ის ეთერში დოკუმენტურ ფილმ Leaving Neverland-ის გაშვებამდე, რომელშიც პოპ-ვარსკვლავის მხრიდან ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ახალ ფაქტებზე ჰყვებიან.

 

 

“ჩვენ თითოეულ მუსიკალურ კომპოზიციას გარკვეული კრიტერიუმებით ვაფასებთ და გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ ტიპის მუსიკის გაშვებაზე მსმენელისა და კონტექსტის გათვალისწინებით ვიღებთ.”

მაიკლ ჯექსონის ბოლო სიმღერა, რომელიც Radio 2-ის ეთერში გავიდა, იყო მისი 1979 წლის ჰიტი Rock With You, რომელიც შაბათს, 23 თებერვალს გაუშვეს.

ორნაწილიან დოკუმენტურ ფილმში, რომელიც Channel 4-ის ეთერში ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გავა, ჯეიმს სეიფჩუკი (40) და ვეიდ რობსონი (36) მონაწილეობენ. ისინი ამბობენ, რომ ბავშვობაში, წლების განმავლობაში ხდებოდნენ მაიკლ ჯექსონის მხრიდან ასაკთან შეუსაბამო შეხებისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი.  

 

ჯექსონის ოჯახი უარყოფს Leaving Neverland-ში გამოთქმულ ბრალდებებს და მაუწყებლის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავენ.

ამასობაში BBC-მ განაცხადა, რომ თავად დაიწყო მუშაობა დოკუმენტურ ფილმზე მაიკლ ჯექსონის ცხოვრების შესახებ, რომელიც ეთერში 2019 წლის ბოლოს უნდა გავიდეს. “მაიკლ ჯექსონი: აღზევება და დაცემა” მომღერლის მთელ ცხოვრებასა და კარიერას შეეხება.

BBC 2-ის ამ დოკუმენტური ფილმის რეჟისორი ჟაკ პერეტი (მას ჯექსონზე უკვე სამი ფილმი აქვს გადაღებული) ჩაუღრმავდება ჯექსონის ბავშვობას სამოციანი წლების ინდიანაში, ასევე მის მონაწილეობას ოჯახურ ანსამბლ The Jackson 5-ში, მისი სოლო კარიერის მწვერვალებს, პოპულარობასა და პრესასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ასევე  უკანასკნელი ტურნეს, This is It-ის სამზადისს.

 

ორიგინალი: https://telegraph.co.uk


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.