fbpx

Prodigy-ის მუსიკოსი კით ფლინტი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა


გააზიარე სტატია

 

Image result for Keith Flint dead: Prodigy legend dies at 49 after being found unconscious at home

 

ჯგუფ Prodigy-ის მუსიკოსი კით ფლინტი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული ჯგუფის ცნობილი შემსრულებელი თავის სახლში დღეს გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციის განცხადებით, ფლინტის სიკვდილთან დაკავშირებით საეჭვო გარემოებები არ არსებობს.

 

The Prodigy

 

“ორშაბათს, დილის 8 საათისთვის გამოვცხადდით გამოძახებაზე, ბრუკ ჰილში. სამწუხაროდ, ბინაში 49 წლის მამაკაცი ვიპოვეთ, რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო. მათ ახლობლებს ამის შესახებ უკვე შევატყობინეთ.”

 

 

Prodigy-მ უდიდესი პოპულარობა 1990-იანებში, ანდერგრაუნდ რეივ სცენიდან გამოსვლისას მოიპოვა და მალე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ უდიდეს ჯგუფად იქცა, თუმცა კითს ერთხელ ნათქვამი აქვს, რომ მისი დეპრესია, ისევე როგორც ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარების ჩვევა, ჯგუფის წარმატებას საფრთხის ქვეშ აყენებდა.

 

 

 

“ჯგუფს ჰქონდა პრობლემები, ისეთი,  ძმებს შორისაც რომ ხდება ხოლმე, მაგრამ ახლა ისევ ერთად ვართ, მყარად, ბევრ ცოლ-ქმარზე უკეთესად.” – განაცხადა ფლინტმა 2010 წლის ინტერვიუში.

ორიგინალი: https://mirror.co.uk/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.