7 მარტი დილიდან
ნახეთ: ოსკაროსან ლედი გაგას ქართველი დიზაინერის, თამუნა ინგოროყვას შექმნილი კაბა აცვია.
კაბა თამუნა ინგოროყვას 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდანაა, რომელიც პირველად ნოემბერში, თბილისის “მერსედეს-ბენცის” მოდის კვირეულზე წარადგინა.
წყარო: https://www.facebook.com/
მწერალთა სახლი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან ერთად აცხადებს ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ კონკურსს 6 ნომინაციაში:
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული
- წლის საუკეთესო რომანი
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული
- წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
- წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი
- წლის საუკეთესო დებიუტი
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია 5000 ლარის ოდენობით.
წყარო: http://writershouse.ge/
Hereditary-ის რეჟისორმა ახალი ჰორორი გადაიღო
ახალ საშინელებათა ტრილერს Midsommar ჰქვია და მასში მთავარ როლებს ჯეკ რეინორი, ფლორენს პიუ და უილიამ ჯექსონ ჰარპერი ასრულებენ.
წყარო: https://www.youtube.com
ნახეთ: თამთა გოდუაძის ახალი კლიპი, რომლითაც ის ევროვიზიაზე კვიპროსს წარადგენს.
წყარო: https://www.youtube.com/
კაილი ჯენერი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა
კაილი ჯენერმა რეალითი-შოუ “კარდაშიანების ოჯახის” შემდეგ მოიპოვა პოპულარობა. შოუში კაილი ჯენერი 10 წლის ასაკიდან მონაწილეობდა. 21 წლის მილიარდერის მთავარი ფინანსური აქტივი Kylie Cosmetics-ია, რომელიც მან 2015 წელს დააფუძნა. კომპანიის მთელ პროდუქციას კაილი სოციალური ქსელების საშუალებით უწევს რეკლამას.
წყარო: https://www.forbes.com
თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა 17-19 მაისს გაიმართება
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეები, ასევე სივრცე, სადაც დამოუკიდებელი ხელოვანები მიიღებენ მონაწილეობას. გამოფენა აღმოსავლეთ ევროპის, შუა აზიისა და კავკასიის რეგიონის სახელოვნებო სცენებს შორის თანამშრომლობის წახალისებას ემსახურება.
ფოტო: https://www.facebook.com
21 მარტიდან საქართველოს კინოთეატრებში გიგიშა აბაშიძის ფილმის, “მეზობლების” სეანსები დაიწყება.
ფილმში მთავარ როლებს თორნიკე გოგრიჭიანი, ია სუხიტაშვილი და გიორგი ბოჭორიშვილი ასრულებენ.
წყარო: https://www.facebook.com/
sHEROes – გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია სტოკჰოლმში 7 მარტს გაიმართება
ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ერთობლივი ფოტოწიგნის – sHEROes-ის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა 2019 წლის 7 მარტს სტოკჰოლმში, გალერეა Kulturfyran-ში გაიმართება. ორენოვანი – ქართულ-ინგლისური წიგნი გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ 2018 წელს გამოსცა. 2018 წელსვე, საქართველოში ჩატარებული 7 გამოფენისა და პრეზენტაციის შემდეგ, sHEROes ლიეტუვის პარლამენტსა და ასევე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარადგინეს – საქართველო, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ფარგლებში.
sHEROes-ს შვედეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი, შვედეთის სამხედრო აკადემიის მაგისტრანტი მარიამ ორჯონიკიძე წარადგენს. პრეზენტაცია სწორედ მისი ინიციატივითა და „საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოებასთან“ თანამშრომლობით ტარდება.
ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ფოტოწიგნი sHEROes სწორედ ომის ამბავია. მისი მთავარი გმირები განსხვავებული წარსულის, ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე ქალები არიან, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა, ქალები, რომლებიც იბრძოდნენ, რომელთაც ომის დღეებში არ დაუტოვებიათ ცეცხლის ალში გახვეული სოფლები და უკან არ დაუხევიათ, რომლებმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს, ყველაზე ძვირფასი ადამიანები – შვილები, მეუღლეები, მშობლები, დები და ძმები დაკარგეს, და მიუხედავად გადატანილი ტრაგედიისა, შეძლეს, ცხოვრება თავიდან დაეწყოთ, ნანგრევებზე ახალი სახლები აეშენებინათ და სხვებსაც დახმარებოდნენ ფეხზე წამოდგომაში.
დღეს საქართველოს ტერიტორიის 20 % რუსეთს აქვს ოკუპირებული, მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურ მოვლენადაა ქცეული, ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებიდან ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს დღესაც იტაცებენ, მშობლიურ სახლებში დაბრუნებას კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოს რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული 300 000-მდე ადამიანი ელოდება. წიგნის ავტორები და ღონისძიების ორგანიზატორი მიიჩნევენ, რომ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე სალაპარაკოდ საერთაშორისო პლატფორმების გამოყენება უაღრესად მნიშვნელოვანია.