დამგზავრების აპლიკაცია „ჰარი“ ბაზარზე გამოჩნდა


გააზიარე სტატია

 

„ჰარი“ დამგზავრების პირველი ქართული მობილური აპლიკაციაა და მისი ფუნქცია ერთ ქალაქიდან მეორესკენ მიმავალი მძღოლისა და მგზავრის დაკავშირებაა.

მაგალითად, თუ თქვენ მანქანით თბილისიდან ბათუმში მიემგზავრებით და ორი თავისუფალი ადგილი გაქვთ, რატომ უნდა თქვათ უარი საწვავის თანხის გაზიარებაზე? „ჰარის“ აპლიკაციით ატვირთავთ განცხადებას, მიუთითებთ გასვლის ადგილს, დროს, თავისუფალი ადგილების რაოდენობას, თანხას და დაელოდებით მგზავრის გამოჩენას. მგზავრს კი „ჰარის“ აპლიკაციაში მარტივად შეუძლია მოძებნოს სასურველი განცხადება მარშრუტების მითითებით, დაჯავშნოს და დაემგზავროს.

 

 

„ჰარი“ გათვლილია მხოლოდ იმ მძღოლებისთვის, რომელთაც დამგზავრებისას არაკომერციული მიზნები ამოძრავებთ, რაც გამორიცხავს ტაქსების, სამარშრუტო ტაქსებისა და მინივენების მფლობელთათვის აპლიკაციით სარგებლობას. პრევენციისთვის „ჰარის“  აქვს საფასე პოლიტიკა და ალგორითმი, რომელიც საფასურის ზედა და ქვედა ზღვარს ადგენს და მძღოლს  ფასის არჩევა მხოლოდ ამ შუალედში შეუძლია.

 

 

ბიზნეს მოდელი კი ასეთია:  ჯავშნიდან 10 %-ს იტოვებს „ჰარი“, დანარჩენი  თანხა მძღოლთან ირიცხება.

„გვსურს რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს დამგზავრების ამ ალტერნატიული შეთავაზების  შესახებ, რადგან დამგზავრებით არა მხოლოდ ხარჯის გაზიარებაა შესაძლებელი, არამედ ეს არის სოციალიზაციის, ახალი და საინტერესო მეგობრების შეძენის და შორი მანძილების ხალისით გავლის შესანიშნავი საშუალება“, – ამბობს „ჰარის“ დამფუძნებელი ნიკა ბაზაძე.

„ჰარის“ გუნდი ამ ეტაპზე  7 სტუდენტისგან შედგება. სტარტაპზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო და ის ბაზარზე იანვრის ბოლოს გამოჩნდა. გუნდმა ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ადგილობრივ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის Creative Business Cup-ზე მეორე ადგილი დაიკავა. Creative Georgia-ს ერთ-ერთი კონკურსის საშუალებით მონაწილეობდნენ ესტონეთში გამართულ ტექნოლოგიურ ფორუმში.

მომხმარებლების წასახალისებლად „ჰარის“ შეთავაზებაც აქვს: ყოველი მე-100 მძღოლი, რომელიც აპლიკაციის საშუალებით დაიმგზავრებს ადამიანებს, მიიღებს 25-ლიტრიანი საწვავის ვაუჩერს.

 

 

ამ ეტაპზე „ჰარის“ ბაზაში 2000-მდე უნიკალური მომხმარებელია, დღიური საშუალო გადმოწერების რაოდენობა კი დაახლოებით  – 50.

„ჰარიში“ ამბობენ, რომ თუ სტარტაპი წარმატებული იქნება საქართველოში, ის მალევე მეზობელ ქვეყნებშიც გავა და საზღვრებს გარეთ მგზავრობას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს და სახალისოს გახდის.

www.hari.ge
https://www.facebook.com/HariCarpool/

 


რეკომენდებული სტატიები
პირველი ქართული კლავიატურა Hary-ჰარი მსურველთათვის უკვე ხელმისაწვდომია

პირველი ქართული კლავიატურა Hary-ჰარი მსურველთათვის უკვე ხელმისაწვდომია

პირველი ქართული კლავიატურა Hary-ჰარი მსურველთათვის უკვე ხელმისაწვდომია
კლავიატურა ჩინეთში მზადდება. პირველი 1000 ცალი Hary-ჰარი უკვე საქართველოშია და მისი ფასი ადგილობრივ ბაზარზე 38 ლარია
2019 წლის საუკეთესო Dating აპლიკაციები

2019 წლის საუკეთესო Dating აპლიკაციები

2019 წლის საუკეთესო Dating აპლიკაციები
ვალენტინობის დღისთვის გთავაზობთ 2019 წლისთვის ყველაზე პოპულარულ დეიტინგ აპლიკაციებს, რომლებიც ცივ ზამთარსა და ქარიან გაზაფხულს საინტერესოდ გაგატარებინებთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.