ახალი ბიოპრინტერი ჭრილობებს ხელოვნური კანით დაფარავს


გააზიარე სტატია

 

 

ამერიკული კერძო კვლევითი უნივერსიტეტის,  Wake Forest-ის მეცნიერებმა შექმნეს მობილური მოწყობილობა, რომელიც ერთგვარ ბიოპრინტერს წარმოადგენს და სხვადასხვა სახის ჭრილობების 2-ფენიანი ხელოვნური კანით დაფარვა შეუძლია.

გამოგონების გამოყენება შესაძლებელია რთულად შეხორცებადი  და ქრონიკული ჭრილობების დროსაც, რასაც დამწვრობა ან დიაბეტური წყლულები იწვევს. დაწესებულების წარმომადგენელთა განმარტებით, ტექნოლოგია აქტუალურია საომარი მოქმედებების დროსაც, რადგან  სამხედრო დანაკარგების 10-30%-ის მიზეზს სწორედ დამწვრობა წარმოადგენს.

 

 

Wake Forest-ის უნივერსიტეტის დოცენტის, შონ მერფის თქმით, მობილური მოწყობილობა ახდენს ჭრილობის გაზომვასა და სკანირებას, რის შემდეგაც უჯრედებს კანის იმ მონაკვეთებზე ათავსებს, სადაც აუცილებელია.

 

 

ეპიდერმული კერატინოციტები და დერმული ფიბრობლასტები კანის შემადგენლობაში არსებული მთავარი უჯრედებია. ისინი ადვილად გამოსაყოფია ქსოვილის ბიოპტატიდან, შესაბამისად, შესაძლებელია მათი შესწავლა. ფიბრობლასტები კოლაგენსა და უჯრედგარე მემბრანას აწარმოებს, რაც ჭრილობის შეხორცების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ხოლო კერატოციტები ძირითადად წარმოდგენილია ეპიდერმისში, კანის ყველაზე ზედაპირულ ფენაში.

უჯრედებს აზავებენ ჰიდროგელში და ათავსებენ ბიოპრინტერში. ტექნოლოგია ახდენს ჭრილობის სკანირებას, ინფორმაციას გადასცემს პროგრამას, რომელიც თავის მხრივ პრინტერს ააქტიურებს და დაზიანებულ მონაკვეთებში ფენა-ფენა აკრავს მასალას.


რეკომენდებული სტატიები
გაჯეტომანია: ჰამაკი-შეზლონგი, ჯიბის პრინტერი და „ჭკვიანი ნივთები“
Play Video

გაჯეტომანია: ჰამაკი-შეზლონგი, ჯიბის პრინტერი და „ჭკვიანი ნივთები“

გაჯეტომანია: ჰამაკი-შეზლონგი, ჯიბის პრინტერი და „ჭკვიანი ნივთები“
თანამედროვე ტექნოლოგიები ყოველდღიურად ახალ, გაუმჯობესებულ მატერიებსა და ქსელში ინტეგრირებულ, „ჭკვიან“ ნივთებს გვთავაზობს, რომლებიც ადამიანის გონებისთვის ხშირად წარმოუდგენელ ან ერთი შეხედვით გამოუყენებელ ფუნქციებს ან ინფორმაციას გვაწვდის
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.