11 მარტი დილიდან
ქუთაისში შავი პრინცის სტენსილი გამოჩნდა
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე, კედელზე რეპერ შავი პრინცის სტენსილი გაჩნდა. იდეა და ნახატი მხატვარსა და სთრიტ არტისტს, ლია უკლებას ეკუთვნის.
წყარო: https://www.kutaisipost.ge/
პირველი აპრილიდან წიგნის მაღაზიებში ილუსტრირებული “წიქარა” გამოჩნდება
ილუსტრაციების ავტორი გიო ჯინჭარაძეა.
12 მარტს მწერალთა სახლში იზა ორჯონიკიძის პოეზიის საღამო გაიმართება
გრძელდება ქართველ ქალთა თანამედროვე პოეზიის ანთოლოგიაში – „ვათავისუფლებ“ შესული ავტორების შემოქმედებითი საღამოები. ორენოვანი კრებული აერთიანებს სხვადასხვა თაობის 18 პოეტი ქალის შემოქმედებით ნიმუშებს. წიგნზე მუშაობას გამომცემლობა „ინტელექტი“ აპრილში დაასრულებს.
წყარო: https://www.facebook.com
13 მარტს დედიკას გალერია წარმოგიდგენთ მურთაზ შველიძის გამოფენას
ეს არის მხატვრის მანიფესტი – ავტორს საჯაროდ გამოაქვს თავისი პირადი ჩანაწერები, რომელიც მარტომ დახურულ სივრცეში შეასრულა.
წყარო: https://www.facebook.com/
14 მარტს ლიტერატურის მუზეუმში ანა კორძაია-სამადაშვილის ახალი რომანის – “ზინკა ადამიანის” – პრეზენტაცია გაიმართება
რომანზე თავად ავტორი და რედაქტორი, ასევე მწერალი დათო გაბუნია ისაუბრებენ. ანა კორძაია-სამადაშვილის ახალ რომანში „ზინკა ადამიანი“ დაუჯერებელი ამბების მომსწრე გახდებით. წიგნის მთავარი გმირები ხეიბარი მუსიკოსი ალექსი ადამიანი, მისი განუყრელი აკორდეონი რავიატა და შვილიშვილი ზინკა, ალექსიზე უიმედოდ შეყვარებული თამარა და თბილისელი „ლამაზები“ – დათა და კოტე არიან.
თბილისის ძველ უბანში, ყოფილი რევოლუციონერის მოედნის პირველ ნომერში მცხოვრები ალექსის, მისი შვილიშვილისა და მეგობრების სევდიანი იუმორით გაჯერებულ ისტორიებში ჩვენთვის ნაცნობი წარსულის რეალური ამბები ირეკლება.
წყარო: https://www.facebook.com/
პირველი უზბეკური რომანი EBRD-ის ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა
„ეშმაკების ცეკვამ”, რომელიც თავდაპირველად Facebook-ზე პოსტების სახით გამოქვეყნდა და უზბეკეთში აკრძალულია, ავტორს 20000 ფუნტი მოუტანა. ჰამიდ ისმაილოვის ნაწარმოებს „უზბეკურ სამეფო კარის თამაშებსაც“ უწოდებენ. მისი სიუჟეტი ორი შუააზიელი ავტორის ისტორიას აერთიანებს. რომანში მე-19 საუკუნის პოეტ ოიქსონს სამ ხანზე და მწერალ აბდულა ქოდირიზე აქორწინებენ, რომელიც ქალის ისტორიას 1937 წელს, სტალინის რეჟიმის დროს, დაპატიმრების შემდეგ წერს.
წყარო: https://www.theguardian.com/
ლეგენდარულ ჯული ენდრიუსს ვენეციის კინოფესტივალზე საპატიო ჯილდოს გადასცემენ
ენდრიუსს მსოფლიო აღიარება მოუტანა ფილმებმა – “მუსიკის ჰანგები” და “მერი პოპინსი”.