11 მარტი დილიდან


გააზიარე სტატია

 

ქუთაისში შავი პრინცის სტენსილი გამოჩნდა

 

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე, კედელზე რეპერ შავი პრინცის სტენსილი გაჩნდა. იდეა და ნახატი მხატვარსა და სთრიტ არტისტს, ლია უკლებას ეკუთვნის.

 

წყარო: https://www.kutaisipost.ge/

 

პირველი აპრილიდან წიგნის მაღაზიებში ილუსტრირებული “წიქარა” გამოჩნდება

ილუსტრაციების ავტორი გიო ჯინჭარაძეა.

 

12 მარტს მწერალთა სახლში იზა ორჯონიკიძის პოეზიის საღამო გაიმართება

Image may contain: one or more people and closeup

გრძელდება ქართველ ქალთა თანამედროვე პოეზიის ანთოლოგიაში – „ვათავისუფლებ“ შესული ავტორების შემოქმედებითი საღამოები. ორენოვანი კრებული  აერთიანებს სხვადასხვა თაობის 18 პოეტი ქალის შემოქმედებით ნიმუშებს. წიგნზე მუშაობას გამომცემლობა „ინტელექტი“ აპრილში დაასრულებს.

წყარო: https://www.facebook.com

 

13 მარტს დედიკას გალერია წარმოგიდგენთ მურთაზ შველიძის გამოფენას

Image may contain: one or more people

ეს არის მხატვრის მანიფესტი – ავტორს საჯაროდ გამოაქვს  თავისი პირადი ჩანაწერები, რომელიც მარტომ დახურულ სივრცეში შეასრულა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

14 მარტს ლიტერატურის მუზეუმში ანა კორძაია-სამადაშვილის ახალი რომანის – “ზინკა ადამიანის” – პრეზენტაცია გაიმართება

Image may contain: 1 person, text

რომანზე  თავად ავტორი და რედაქტორი, ასევე მწერალი დათო გაბუნია ისაუბრებენ. ანა კორძაია-სამადაშვილის ახალ რომანში „ზინკა ადამიანი“ დაუჯერებელი ამბების მომსწრე გახდებით. წიგნის მთავარი გმირები ხეიბარი მუსიკოსი ალექსი ადამიანი, მისი განუყრელი აკორდეონი რავიატა და შვილიშვილი ზინკა, ალექსიზე უიმედოდ შეყვარებული თამარა და თბილისელი „ლამაზები“ – დათა და კოტე არიან.

თბილისის ძველ უბანში, ყოფილი რევოლუციონერის მოედნის პირველ ნომერში მცხოვრები ალექსის, მისი შვილიშვილისა და მეგობრების სევდიანი იუმორით გაჯერებულ ისტორიებში ჩვენთვის ნაცნობი წარსულის რეალური ამბები ირეკლება.

წყარო: https://www.facebook.com/

 

პირველი უზბეკური რომანი  EBRD-ის ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა

„ეშმაკების ცეკვამ”, რომელიც თავდაპირველად Facebook-ზე პოსტების სახით გამოქვეყნდა და უზბეკეთში აკრძალულია, ავტორს 20000 ფუნტი მოუტანა. ჰამიდ ისმაილოვის ნაწარმოებს „უზბეკურ სამეფო კარის თამაშებსაც“ უწოდებენ. მისი სიუჟეტი ორი შუააზიელი ავტორის ისტორიას აერთიანებს. რომანში მე-19 საუკუნის პოეტ ოიქსონს სამ ხანზე და მწერალ აბდულა ქოდირიზე აქორწინებენ, რომელიც ქალის ისტორიას 1937 წელს, სტალინის რეჟიმის დროს, დაპატიმრების შემდეგ წერს.

წყარო: https://www.theguardian.com/

 

ლეგენდარულ ჯული ენდრიუსს ვენეციის კინოფესტივალზე საპატიო ჯილდოს გადასცემენ

ენდრიუსს მსოფლიო აღიარება მოუტანა ფილმებმა – “მუსიკის ჰანგები” და “მერი პოპინსი”.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.