fbpx

ინდონეზიური ტომი მიცვალებულებს წლების მანძილზე სახლში “აცხოვრებს” (18+)


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ლორენ კლარკი

 

ინდონეზიის მთიანეთში მცხოვრები ტორაჯას ტომის ოჯახები თავიანთ მკვდრებს მუმიებად აქცევენ და მათ სხეულებზე ისე ზრუნავენ, თითქოს ისინი ცოცხლები იყვნენ.

ტორაჯას ტომი დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს ითვლის. მათგან უმეტესობა სამხრეთ სულავესის რეგიონში ცხოვრობს და სჯერა, რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ მისი სული სახლში რჩება და ჩვეულებისამებრ სჭირდება საჭმელი, ჩასაცმელი, წყალი და სიგარეტი.

გარდაცვლილის სხეულს გახრწნისა და ლპობისგან – რაც გარდაცვალებიდან ორ დღეში იწყება – ქიმიური საშუალებით,  ფორმალინის ხსნარით იცავენ, რომელიც ფორმალდეჰიდისა და წყლის ნაზავია.

ფორმალინიანი სხეული ძლიერ ყარს, სუნის შესანიღბად კი ოჯახში მუმიასთან ერთად უამრავ გამომშრალ მცენარეს ინახავენ.

 

სონგა 40 წლის წინ, 70 წლისა გარდაიცვალა. დღეს კი მას შვილიშვილი სიგარეტით უმასპინძლდება.

 

იუანიტა იღებს სელფის ნათესავ ალოსთან ერთად, რომელიც 20 წლის წინ გარდაიცვალა.

 

ტორაჯას ტომის გარდაცვლილთა სახლები, სადაც მიცვალებულებს დასაფლავებამდე ინახავენ.

 

ბიძაშვილები პირველად ხვდებიან თავიანთ ნათესავს, რომელიც 20 წლის წინ გარდაიცვალა.

 

ბიჭი სახელად ადარისი, რომელიც 20 წლის წინ გარდაიცვალა, საფლავში დაბრუნებამდე ახალ ტანსაცმელში გამოაწყეს.

 

ამ მიცვალებულს ახალი კბილები უსახსოვრეს.

 

დასაფლავებაზე წყლის კამეჩემს მსხვერპლად სწირავენ.

 

ტორაჯას ხალხს სჯერა, რომ კარგად შენახული სხეული იღბლის მომტანია. შესაბამისად, ოჯახები არაფერს იშურებენ იმისთვის, რომ თავიანთი გარდაცვლილები საუკეთესო ფორმაში ჰყავდეთ.

 

ტორაჯას ტომი დაახლოებით მილიონ ადამიანს მოიცავს, რომლებიც ძირითადად სამხრეთ სულავესის რეგიონში ცხოვრობენ.

 

ღარიბები საბნებში შეფუთულ მიცვალებულებს საწოლში აწვენენ. უფრო შეძლებულები კი მათთვის სპეციალურ “წინაპართა” სახლებს აშენებენ ნავისებრი გადახურვით, რომლებიც წვიმისგან კარგადაა დაცული. მიცვალებულების დაკრძალვამდე შეიძლება  წლები ან ათწლეულებიც კი გავიდეს.

“დედაჩემი მოულოდნელად გარდაიცვალა და ჩვენ ჯერ არ ვართ მზად მის გასაცილებლად, – უთხრა National Geographic-ს ტორაჯანის ტომის ქალმა იოჰანა პალანგამ, – ვერ დავუშვებ, რომ ის ჩქარა დავასაფლავოთ”.

ხშირად ოჯახებს ღირსეული დაკრძალვისთვის საკმარისი თანხის დასაგროვებლად გარკვეული დრო სჭირდებათ, რაც სოციალურად დაბალი ფენებისთვის 38 000-დან, ხოლო მდიდრული დასაფლავებისთვის 200 000  ფუნტამდე მერყეობს.

ღარიბი ტორაჯანელისთვის, რომელთა  შემოსავალი თვეში მხოლოდ 54 ფუნტია, ოჯახის წევრის ღირსეულად დასაკრძალად ბანკიდან სესხის აღება გარდაუვალია, რის გამოც ბევრი ახალგაზრდა ფულის საშოვნელად ქალაქში მიდის.

 

ნენე’ ტიკუ სამი დღის წინ გარდაიცვალა.

 

ყოველ აგვისტოს მკვდარი ნათესავები საფლავებიდან ამოყავთ და ასუფთავებენ.

 

კრისტინა ბეინი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა – მისი ვაჟიშვილი მას შესანახად ფხვნილით ამუშავებს.

 

მიცვალებულებს ახალ ტანსაცმელს ჩუქნიან და თავიანთ სახლებში მოყავთ მოსანახულებლად. აქ კაცი თავის ცოლთან და მეგობართან ერთად ზის.

 

მიცვალებულებს თავიანთ საყვარელ ნივთებთან ერთად მარხავენ.

 

მიცვალებულების მუმიფიცირება ქიმიური ხსნარით ხდება.

 

თანხის  დიდი ნაწილი წყლის კამეჩის შეძენაზე იხარჯება, რომელიც შეიძლება 7000-დან 30000 ათასამდე  ფუნტი ღირდეს, რქების სიდიდისა და თვალის ფერის შესაბამისად, რომელსაც Rambu Solo-ს სახელით ცნობილი მსხვერპლშეწირვის რიტუალისთვის იყენებენ.

ეს რიტუალი ადამიანის ოფიციალურად გარდაცვალებას აღნიშნავს და მას, ტორაჯანელთა რწმენით, სამოთხისკენ აღმასვლაში ეხმარება. შესაბამისად, მსგავსი დასაფლავებები უფრო მხიარული ღონისძიებაა, ვიდრე სამგლოვიარო.

 

მადლიერების დღე დასასრულს უახლოვდება.

 

ნათესავი ვარცხნის გრძელთმიან მუმიას.

 

ბიჭი წინაპარს სიგარეტით უმასპინძლდება.

 

ოჯახები საყვარელ ადამიანებთან შესახვედრად დიდ მანძილს ფარავენ.

 

ამ ბავშვს სახელი არ ჰქონდა.

 

ოჯახები მკვდრებთან ერთად სურათისთვის პოზირებენ.

 

თუმცა, დაკრძალვის შემდეგაც კი ნათესავებს აქვთ შანსი კვლავ იხილონ თავიანთი მიცვალებულის  სხეული. კერძოდ, Ma’ane-ის რიტუალის დროს (რაც “წინაპრებზე ზრუნვას” ნიშნავს), რომელიც აგვისტოში იმართება, მკვდრები თავიანთი საფლავებიდან ამოჰყავთ, წმენდენ მათ მწერებისა და მიწისგან, ტანსაცმელს უცვლიან და სოფელში ასეირნებენ საყვარელი ადგილების მოსანახულებლად და სიგარეტის გასაბოლებლად. ოჯახები და მეგობრები ხშირად დიდ მანძილს გადიან თავიანთ გარდაცვლილებთან შესახვედრად და “წინაპრებზე ზრუნვის” დღესთან დაკავშირებული ზეიმის აღსანიშნავად.

 

მართა ორი წლის წინ გარდაიცვალა.

 

ამ  მუმიას საათი უსახსოვრეს.

 

ბრინჯის მოყვანა ინდონეზიის ამ მხარეში ძირითადი საქმიანობაა.

 

ტორაჯანის ხალხს სწამს, რომ ადამიანის კავშირი სხეულთან გარდაცვალების მერეც ნარჩუნდება.

 

მკვდრები კუბოებიდან პერიოდულად ამოჰყავთ.

 

ამ დღეს ახალგაზრდებს თავიანთი წინაპრების პირველად ნახვისა და გაცნობის საშუალება ეძლევათ. ისინი გარდაცვლილებთან ხშირად იღებენ სელფებსა და ფოტოებს. რიტუალის ბოლოს მიცვალებულები თავიანთ საფლავებს ახალი საჩუქრებით – საათებით, სათვალეებითა და სამკაულებით უბრუნდებიან.

 

საბოლოოდ ყველა თავის კუბოს უბრუნდება.

 

თავ-თავის საჩუქრებთან ერთად.

 

ზოგ მიცვალებულს სულავესის კლდეებში კრძალავენ.

 

ხის ქანდაკებები კლდეში დაკრძალულ ადამიანებს განასახიერებენ.

 

ხის ქანდაკებები კლდეებიდან მიწებს გადმოყურებენ.

 

ტორაჯანის ტომის სიკვდილის რიტუალები სათავეს მე-9 საუკუნიდან იღებს. თანამედროვე რიტუალებში ქრისტიანული ელემენტებიც შეერია – მათ შორის – ლოცვებისა და ბიბლიის კითხვის – რაც ამ ადგილებში მე-16 საუკუნეში  ჰოლანდიელი მისიონერების გამოჩენის დამსახურებაა.

თაობიდან თაობაში გარდამავალ, საიქიოში გასაცილებელ რიტუალებს დღეს ადგილობრივებთან ერთად ევროპელი და ავსტრალიელი ტურისტებიც ესწრებიან ხოლმე.

ორიგინალი: https://thesun.co.uk


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.