fbpx

სიხარულიძის მოსვლამდე – რამდენიმე გამოხმაურება ბაგრატიონების სკანდალზე


გააზიარე სტატია

 

საქართველოს ბუტაფორიულ სამეფო კარზე დიდი აურზაურია. როგორც ცნობილია, ნუგზარ ბაგრატიონის ოჯახმა დავით მუხრანბატონის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო – ისინი დავით ბაგრატიონს სამეფო სახლის მეთაურის სახელის მითვისებაში ადანაშაულებენ.

ბაგრატიონებს შორის დავა სასამართლოთი არ შემოფარგლულა, ის გასცდა მის საზღვრებს და საინფორმაციო გამოშვებებში, სოციალურ ქსელებსა და საპატრიარქოში გაიშალა. განსაკუთრებული მხიარულება მოყვა დავით ბაგრატიონ-მუხრანსკის ადვოკატის განცხადებას, იმის შესახებ, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის საპატრიარქოში დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდა, რომელმაც დაადგინა, რომ ის სინამდვილეში სიხარულიძეა.

საპატრიარქომ ეს განცხადება მალევე უარყო, თუმცა უკვე გვიანი იყო – დავით ბაგრატიონის განცხადებას სკანდალურ სცენაზე თავისდაუნებურად უკვე შემოიყვანა ამ სკანდალთან ერთი შეხედვით არანაირი კავშირის მქონე გივი სიხარულიძე.

 

გუშინდელი სასამართლო პროცესი 11 აპრილისთვის გადაიდო, მანამდე კი, სანამ “დაწვრილებით გავიხსენებთ რა მოხდა 1512 წელს”, გთავაზობთ ბაგრატიონების სკანდალის თემაზე ფეისბუკის რამდენიმე ღირსშესანიშნავ შეფასებას:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.