fbpx

13 მარტი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ნახეთ: ნესტან ნენე კვინიკაძის არაჩვეულებრივი სიტყვით გამოსვლა გაეროში.

Image may contain: 1 person, sitting and indoor

წყარო: https://www.facebook.com/

 

ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა.

ამ თამაშს გურულები 1854 წლის “შუხუთფერდის” ბრძოლას უკავშირებენ. ისტორიული ბრძოლა, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1854 წელს გაიმართა.

“ლელო” ყოველი წლის გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულზე,  “ცაცხვების ქვეშ” იმართება.

 

პირველი არხის ეთერში პოპულარული კულინარიული შოუს, MasterChef-ის ქართული ანალოგი იწყება.

მასტერშეფი ი წ ყ ე ბ ა ! 🔥🔥🔥ყველაზე აზარტული, გემრიელი, საინტერესო კულინარიული შოუ, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში სატელევიზიო რეკორდებს ხსნის – უკვე საქართველოშია. ქვეყნის პირველ მასტერშეფს პირველი არხის ეთერში ერთად აღმოვაჩენთ! 🍲 თუ გსურს მონაწილეობა, გამოგზავნე საკონტაქტო ინფორმაცია მისამართზე: info@masterchef.ge ან მოგვწერე ჩვენი გვერდის ინბოქსში. 🥂 იგემე პირველობა პირველზე!

Gepostet von მასტერშეფი • MasterChef Georgia am Montag, 11. März 2019

 

წყარო: https://www.facebook.com

 

თრეილერი: 2019 წლის 24 მაისს დიდ ეკრანებზე დისნეის ახალი ფილმი “ალადინი” გამოვა

ფილმში მთავარ როლებს უილ სმიტი, ნაომი სკოტი და მენა მასუდა  ასრულებენ.

წყარო: https://www.youtube.com

 

ცნობილია რამდენს გადაუხდიან “რეალში” დაბრუნებულ ზინედინ ზიდანს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი მადრიდის “რეალში” მწვრთნელის პოზიციაზე დაბრუნდა. ახლახან ცნობილი გახდა ისიც, თუ რამდენს მიიღებს ყოველწლიურად ზიდანი, რომელსაც გუნდმა კონტრაქტი 2022 წლამდე გაუფორმა. ლეგენდარული ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება 16 მილიონი ევრო იქნება.

ფოტო: https://media.spokesman.com/photos/2016/01/04/n_Soccer_Real_Madrid_Benitez.JPG.jpg

 

16-17 მარტს ბათუმში პოლონური კინოს დღეები გაიმართება

პროგრამის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 6 ფილმი, მათ შორის ცნობილი პოლონელი კინორეჟისორების – ანჟეი ვაიდას, რომან პოლანსკის, იან კომასას ნამუშევრები.

 

თბილისის მე-5 საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს ლევ რუბინშტეინი ეწვევა

Image may contain: 1 person, standing and eyeglasses

პოეტი, პერფორმერი და პუბლიცისტი მოსკოვში 1947 წელს დაიბადა. იგი რუსული ავანგარდის მნიშვნელოვანი ფიგურაა და ერთ-ერთი პირველი კონცეპტუალისტი მწერალი ვსელოვოდ ნეკრასოვსა და დიმიტრი პრიგოვთან ერთად.

1971 წელს რუბინშტეინმა დაამთავრა პედაგოგიკის ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. წერა 60-იან წლებში დაიწყო. 70-იან წლებში განავითარა საკუთარი, „კარტოთეკის” ჟანრი, რომელიც აერთიანებს სამწერლო, ვიზუალურ და პერფორმატორულ ხელოვნებას. მისი ლექსები არღვევს სიტყვიერი და ვიზუალური გამომხატველობის საზღვრებს.  

1999 წელს რუბინშტეინმა  ანდრეი ბელის რუსული ლიტერატურის პრემია მიიღო.  მისი ლექსები რუსულად და ასევე თარგმნილი გვიან, 70-იანებში გამოიცა დასავლეთის ქვეყნებში. მხოლოდ 10 წლის შემდეგ კი პირველად გამოქვეყნდა რუსეთში.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ქორეოგრაფიის თეატრი ,,იმპულსი” 16 მარტს გამართავს წარმოდგენას – ,,ოთხი”

Image may contain: one or more people, people dancing and night

,,იმპულსის” გუნდი  2013 წელს შეიქმნა და მას შემდეგ წარმატებით გამოდის ადგილობრივ და საერთაშორისო შემოქმედებით არენაზე. მოპოვებული აქვს საპრიზო ადგილები საერთაშორისო ფესტივალებზე. ,,იმპულსი” ავტორია ქორეოგრაფიული სპექტაკლებისა და რამდენიმე საზოგადოებრივი პროექტისა –  ,,ხელოვნების ქარავანი”, ,,ხელოვნების გზით”.

წარმოდგენა ,,ოთხი’’ ქორეოგრაფიული ლექსიკით ასახავს სტიქიების – ჰაერის, წყლის, ცეცხლისა და მიწის იდუმალ სილამაზეს და დამანგრეველ ძალას.

წყარო: https://www.facebook.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.