ბუდისტი რობოტი იაპონიაში ღვთისმსახურებას აღასრულებს


გააზიარე სტატია

 

იაპონიის ქალაქ კიოტოში, ერთ-ერთ ბუდისტურ ტაძარში, მღვდელმსახურება რობოტმა დაიწყო, რომლის მიზანს ახალგაზრდა თაობის ბუდიზმითა და ბუდისტური სწავლებით დაინტერესება წარმოადგენს.

 

 

რობოტი, რომელსაც Kannon ჰქვია, კიოტოს რეგიონის ბუდისტური წარმომადგენლობის შეკვეთით, ოსაკას უნივერსიტეტის რობოტექნიკის პროფესორის, ჰიროში იშიგუროს დახმარებით შეიქმნა და 100 მილიონი იაპონური იენი დაჯდა.

 

 

Kannon-ის სიმაღლე 1,95 მ-ია, წონა კი – 59 კგ. რობოტის თავი, მხრები და ხელები დაფარულია სილიკონის სპეციალური ფენით, რაც ადამიანის კანს ჰგავს. მარცხენა თვალში ინტეგრირებულია ვიდეოკამერა, მისგან მიღებული ინფორმაცია კი დასამუშავებლად ხელოვნური ინტელექტის სისტემას მიეწოდება, რის შემდეგაც ადამიანებთან ვიზუალური კონტაქტსა და უკუკავშირს ამყარებს.

 

 

ბერი-რობოტი ბუდისტური ფილოსოფიის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ცნობილი წერილობითი წყაროს – „ტრანსცენდენტური სრულყოფის სიბრძნის გულის“ ტექსტების მიხედვით  ქადაგებს. Kannon იაპონურ, ჩინურ და ინგლისურ ენებს ფლობს.

კიოტოს ბუდისტური ტაძრის წინამძღოლის, ტენჩო გოტოს თქმით, ანდროიდი Kannon-ის ნახვა ბევრ ახალგაზრდას დააინტერესებს, მისი მოსმენის შემდეგ კი, ისინი უფრო მეტად დაფიქრდებიან ბუდიზმის არსზე.

 

 


რეკომენდებული სტატიები
იაპონურმა კაფემ პარალიზებული ადამიანები რობოტების საშუალებით დაასაქმა

იაპონურმა კაფემ პარალიზებული ადამიანები რობოტების საშუალებით დაასაქმა

იაპონურმა კაფემ პარალიზებული ადამიანები რობოტების საშუალებით დაასაქმა
რობოტი იმართება კომპიუტერით, , რომელიც საწოლზე მიჯაჭვული ადამიანის თვალის მოძრაობებს აღიქვამს. ეს ტექნოლოგია შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებს რობოტების გადაადგილების, ნივთების აღებისა და ლაპარაკის საშუალებას აძლევს
სურსათის სუპერმარკეტი, რომელსაც მთლიანად რობოტები მართავენ
Play Video

სურსათის სუპერმარკეტი, რომელსაც მთლიანად რობოტები მართავენ

სურსათის სუპერმარკეტი, რომელსაც მთლიანად რობოტები მართავენ
კომპანია “ოკადოს” უახლესი საწყობი დიდ ბრიტანეთში, სადაც სურსათის შეკვეთებს რობოტები აფასოებენ, შესაძლოა საცალო ვაჭრობის მომავალიც იყოს
იურისტებს ხელოვნური ინტელექტი ცვლის

იურისტებს ხელოვნური ინტელექტი ცვლის

იურისტებს ხელოვნური ინტელექტი ცვლის
LawGeex-ის ახალ კვლევაში ხელოვნური ინტელექტი ოც იურისტს შეაჯიბრეს, რათა ენახათ, თუ როგორ გაართმევდა თავს ის სახელშეკრულებო სამართალს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.