8 თანამედროვე ქართველი ხელოვანი ქალი Instagram-ზე


გააზიარე სტატია


ავტორი: ნინი დარჩია

მე-20 საუკუნეში, როდესაც ხელოვნებაში ქალები აქტიურად გამოჩნდნენ, ძალიან დიდი როლი ითამაშეს ამ სფეროს განვითარებასა და მისი უკეთესობისკენ შეცვლაში. მათი გამოჩენით ხელოვნება კიდევ უფრო გულწრფელი გახდა, შეეხო ისეთ თემებს, რომლებიც აქამდე ყურადღების ცენტრში არასდროს ყოფილა. დღეს ხელოვანი ქალები –  ლუიზ ბურჟუა (1911-2010), ჯენი ჰოლზერი, ტრეისი ემინი, მარინა აბრამოვიჩი, სარა ლუკასი და ა.შ. ხელოვნების წამყვანი ფიგურები არიან.

დღეს საქართველოშიც ბევრი ხელოვანი ქალი მოღვაწეობს და AT.ge რამდენიმე მათგანს ინსტაგრამის მეშვეობით გაგაცნობთ.

 

მაია ნავერიანი

View this post on Instagram

#visionaryarchitecture#workonpaper #2002#mixedmedia

A post shared by MaiaNaveriani (@maia.naveriani) on

მის შემოქმედებაში  ხშირად ფიგურირებს კრიტიკა პატრიარქალური სამყაროს მიმართ. მისი ნამუშევრები განსაკუთრებით ფემინურია და შექმნილია მსუბუქი ნარატივებით. მაია ნავერიანი დასავლეთში ემიგრაციაში ცხოვრობდა.

 

მაია სუმბაძე 

განსაკუთრებული სიმშვიდის და დახვეწილი ესთეტიკის ხელოვანი ძირითადად ილუსტრაციის ჟანრში მუშაობს. მაიას მიერ მოფიქრებული ტექნიკით შესრულებული პორტრეტები ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა.

 

 

ქეთი დავლიანიძე

საქართველოში  მოღვაწე ხელოვანია, რომლის ნამუშევრებიც განსაკუთრებით ექსპრესიულია. ქეთის ძირითად კვლევის საგანს ადამიანის გრძნობები და ემოციები წარმოადგენს, რომელიც საკმაოდ მძაფრად იგრძნობა მის ნამუშევრებში.

 

მაია ბარათაშვილი 

View this post on Instagram

Swimmers-oil on canvas, 180-150 cm.2018.

A post shared by Maya (@maya_baratashvili) on

აკადემიური მხატვრობის მოყვარულები აუცილებლად უნდა იცნობდეთ მაიას და მის სუპერ რეალისტურ ნამუშევრებს! მაიას ძირითად კვლევის საგანს ადამიანი და ბუნება წარმოადგენს.

 

თამარ ნადირაძე

ხელოვანი უკიდურესად ემოციური თემატიკით და ფემინურობით გამოირჩევა. მხატვრის ძირითადი დაკვირვების საგანს პირადი გამოცდილება წარმოადგენს. ასევე მისი საკვლევი თემაა ტყე და მასთან ადამიანის ინტეგრაცია. თამარი პროფესიით წიგნის ილუსტრატორია, შექმნილი აქვს რამდენიმე არტ წიგნი.

 

კვაჭი 

ილუსტრატორი კვაჭის ესთეტიკა ძირითადად იაპონური კავაის სტილია. მისი სამუშაო მედიუმი მრავალფეროვანია, შექმნილი აქვს საკუთარი პატერნები, პერსონაჟები, მუშაობს სტენსილზე და ქუჩის მხატვრობაზეც. კვაჭის ნამუშევრებს სხვისგან ადვილად გამოარჩევთ.

 

მუსია ქებურია 

თბილისის ყველაზე ცნობილი  ხელოვანი ქალია – მუსია, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი კედლები აქვს მოხატული! დიახ, ყველაზე დიდი.

 

სალომე ჯოხაძე

ახალგაზრდა ხელოვანი –  VAADS-ის სტუდენტია. სალომე პირველი ხელოვანია, რომელმაც რელიგიური თემა ხელოვნებაში კომიქსის სახით წარმოადგინა. ის ძირითადად სერიებზე მუშაობს.


რეკომენდებული სტატიები
დიზაინი და არქიტექტურა ინსტაგრამზე

დიზაინი და არქიტექტურა ინსტაგრამზე

დიზაინი და არქიტექტურა ინსტაგრამზე
თუ გაინტერესებთ თანამედროვე ქალაქების დაპროექტებისა და ურბანისტიკის საკითხები, გამორჩეული და კრეატიული არქიტექტურის მქონე თანამედროვე შენობები, დიზაინი, ან უბრალოდ გსურთ, რომ ვირტუალურად იმოგზაუროთ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო Instagram ანგარიშს
ქართული გრაფიკა ინსტაგრამში - ეროტიკა, გლამური, პრიმიტივიზმი

ქართული გრაფიკა ინსტაგრამში - ეროტიკა, გლამური, პრიმიტივიზმი

ქართული გრაფიკა ინსტაგრამში - ეროტიკა, გლამური, პრიმიტივიზმი
წარმოგიდგენთ ქართველ არტისტებს, რომლებიც ინსტაგრამზე ეროტიკულ და არა მხოლოდ ეროტიკულ კონტენტს ანთავსებენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.