iPhone-ის ფოტოკონკურსზე Apple-მა საუკეთესო ნამუშევრები გამოავლინა
თანამედროვე სმარტფონების კამერები საშუალებას იძლევა გადაიღო ისეთი ხარისხის ფოტოები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში არაფრით ჩამოუვარდება ჩვეულებრივი ფოტოკამერებით შექმნილ გამოსახულებებს. შესაბამისად, ბევრი მომხმარებლის ტელეფონებით გადაღებული ფოტოები სხვადასხვა კონკურსებზე პროფესიონალების, სპეციალისტების ყურადღების არეალში ხვდება.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ფოტოს, რომლებიც კორპორაცია „ეფლის“ კონკურსზე – „გადაღებულია iPhone-ით“ საერთაშორისო ჟიურიმ გამოარჩია და შესაბამისი კომენტარებიც დაურთო.
- ავტორი: ნიკიტა იაროში, ბელორუსი (iPhone7)
„ამ ფოტოზე კომპოზიცია, შუქი, დეტალები იდეალურია. მხოლოდ ერთი წვრილი ხაზი არღვევს ამ ჰარმონიას და აჩენს კითხვას, თუ რა მოხდა და სად არის ეს ადგილი.“ – ჟიურის წევრის, ლუზია დიორის კომენტარი
- ავტორი: ალექს ცძიანი, აშშ (iPhone XS Max)
„თხრობა არქიტექტურის ენით. ამ უცხო ქალაქში ყოველი ბინა ერთი ცალკეული ადამიანური ისტორიაა, ამბავია. იდეალური კომპოზიციია, შუაში კი კალათბურთის ფარი – თითქოს დიდი თვალია.“ – ჟიურის წევრი ანეტ დე გრააფის კომენტარი
- ავტორი: ენდრიუ გრისვოლდი, აშშ (iPhone XS)
„გამოსახულების იდეა და შესრულება საუცხოოა. წვეთებში ფონის მინიმიზირება დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ფერები, კომპოზიცია, სიმკვეთრე დიდ ინტერესს იწვევს და გიჩნდება სურვილი გაიგო, თუ რომელი სმარტფონითაა გადაღებული,“ – ჟიურის წევრის, ჯონ მაკკორმაკის კომენტარი
- ავტორი: დარენ სო, სინგაპური (iPhone XS Max)
„ანარეკლი ნახატს ჰგავს, სადაც ორი ფანტასტიკური სამყარო თანაარსებობს. ფრინველის გამოსახულება ერთადერთი ნიშანია, რაც რეალობის შეგრძნებას იძლევა არარეალურ კომპოზიციაში.“ – ჟიური წევრის, ფილ შილერის კომენტარი
- ავტორი: ელისაბედ სკაროტტი, აშშ (iPhone 8 Plus)
- ავტორი: ბერნარდ ანტოლინი, აშშ (iPhone XS Max)
- ავტორი: ლი ადი დარმავანი, აშშ (iPhone XS)
- ავტორი: რობერტ გლეიზეი, გერმანია (iPhone 7)
- ავტორი: ბლეიკ მარვინი, აშშ (iPhone XS Max)
- ავტორი: დინა ალფასი, ისრაელი (iPhone XS)