iPhone-ის ფოტოკონკურსზე Apple-მა საუკეთესო ნამუშევრები გამოავლინა


გააზიარე სტატია

 

თანამედროვე სმარტფონების კამერები საშუალებას იძლევა გადაიღო ისეთი ხარისხის ფოტოები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში არაფრით ჩამოუვარდება ჩვეულებრივი ფოტოკამერებით შექმნილ გამოსახულებებს. შესაბამისად, ბევრი მომხმარებლის ტელეფონებით გადაღებული ფოტოები  სხვადასხვა კონკურსებზე პროფესიონალების, სპეციალისტების ყურადღების არეალში ხვდება.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ფოტოს, რომლებიც კორპორაცია „ეფლის“ კონკურსზე – „გადაღებულია iPhone-ით“ საერთაშორისო ჟიურიმ გამოარჩია და შესაბამისი კომენტარებიც დაურთო.

 

  • ავტორი: ნიკიტა იაროში, ბელორუსი (iPhone7)

„ამ ფოტოზე კომპოზიცია, შუქი, დეტალები იდეალურია. მხოლოდ ერთი წვრილი ხაზი არღვევს ამ ჰარმონიას და აჩენს კითხვას, თუ რა მოხდა და სად არის ეს ადგილი.“ – ჟიურის წევრის, ლუზია დიორის კომენტარი

 

  • ავტორი: ალექს ცძიანი, აშშ (iPhone XS Max)

„თხრობა არქიტექტურის ენით. ამ უცხო ქალაქში ყოველი ბინა ერთი ცალკეული ადამიანური ისტორიაა, ამბავია. იდეალური კომპოზიციია, შუაში კი კალათბურთის ფარი – თითქოს დიდი თვალია.“ – ჟიურის წევრი ანეტ დე გრააფის კომენტარი

 

  • ავტორი: ენდრიუ გრისვოლდი, აშშ (iPhone XS)

„გამოსახულების იდეა და შესრულება საუცხოოა. წვეთებში ფონის მინიმიზირება დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ფერები, კომპოზიცია, სიმკვეთრე დიდ ინტერესს იწვევს და გიჩნდება სურვილი გაიგო, თუ რომელი სმარტფონითაა გადაღებული,“ – ჟიურის წევრის, ჯონ მაკკორმაკის კომენტარი

 

  • ავტორი: დარენ სო, სინგაპური (iPhone XS Max)

„ანარეკლი ნახატს ჰგავს, სადაც ორი ფანტასტიკური სამყარო თანაარსებობს. ფრინველის გამოსახულება ერთადერთი ნიშანია, რაც რეალობის შეგრძნებას იძლევა არარეალურ კომპოზიციაში.“ – ჟიური წევრის, ფილ შილერის კომენტარი

 

  • ავტორი: ელისაბედ სკაროტტი, აშშ (iPhone 8 Plus)

 

  • ავტორი: ბერნარდ ანტოლინი, აშშ (iPhone XS Max)

 

  • ავტორი: ლი ადი დარმავანი, აშშ (iPhone XS)

 

  • ავტორი: რობერტ გლეიზეი, გერმანია (iPhone 7)

 

  • ავტორი: ბლეიკ მარვინი, აშშ (iPhone XS Max)

 

  • ავტორი: დინა ალფასი, ისრაელი (iPhone XS)


რეკომენდებული სტატიები
Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია

Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია

Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია
ვიგენ ვართანოვის ფოტოებს მის რთულ, მრავალშრიან შავ-თეთრ სამყაროში მივყავართ. მისი ფოტოხელოვნება ვერ პასუხობდა საბჭოთა კავშირისეულ ესთეტიკურ მოთხოვნებს, რის გამოც ავტორს საკუთარი ნამუშევრები არასოდეს გამოუფენია
პაუ ბუსკატო: ფოტოგრაფია, როგორც „კლასობანას“ თამაში

პაუ ბუსკატო: ფოტოგრაფია, როგორც „კლასობანას“ თამაში

პაუ ბუსკატო: ფოტოგრაფია, როგორც „კლასობანას“ თამაში
პაუ ბუსკატო საკუთარ მეთოდს არგენტინელი მწერლის, ხულიო კორტასარის რომანის სახელით - „კლასობანად“ მოიხსენიებს. ფოტოგრაფია მისთვის სწორედ ამგვარი თამაშია, ქალაქი - საბავშვო მოედანი
საუკეთესო „დრონული ფოტოგრაფია“ - Drone Awards 2018

საუკეთესო „დრონული ფოტოგრაფია“ - Drone Awards 2018

საუკეთესო „დრონული ფოტოგრაფია“ - Drone Awards 2018
დღეს უკვე არსებობს არაერთი ფოტოფესტივალი, სადაც დრონებით გადაღებული გამოსახულებების გამოფენა ტარდება. ერთ-ერთი ასეთი პრესტიჟული კონკურსია Drone Awards
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.