fbpx

18 მარტი დილიდან


გააზიარე სტატია

 

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები გამოიყვანეს

Image may contain: 2 people, hat

Image may contain: one or more people, people standing and outdoor

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ლეკვებს მეხანძრე-მაშველები სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში წაიყვანენ და უპატრონებენ. ხანძარი დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში გვიან ღამით დაიწყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 1800 კვადრატული მეტრი. ხანძრის ჩაქრობას 23 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობდა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე 226-კილოგრამიანი მონღოლი მებრძოლი, ტურნირის ლიდერი იჩინოჯო დაამარცხა

ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე მაეგაშირა შოდაი იქნება, რომელსაც ჰარუ ბაშოზე რვიდან რვა წაგება აქვს.

 

საქართველომ პარიზის წიგნის ბაზრობის შემოთავაზება მიიღო და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

განიხილეს პარიზის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდით, ასევე, საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის საკითხები. საფრანგეთის გამომცემელთა ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, საქართველოს საკმარისი დრო აქვს იმისთვის, რათა ქართველი ავტორების წიგნები ფრანგულ ენაზე ითარგმნოს.

პარიზის წიგნის ბაზრობის ფორმატი ფრანკფურტისგან განსხვავებულია. საპატიო სტუმარი ქვეყნის ფორმატის პარალელურად, ბაზრობაზე ასევე წარმოდგენილია საპატიო ქალაქი.

ფოტო: http://www.paris-hotel-paris.net

 

 

ინდოეთში “ფორესტ გამპის” რიმეიქს იღებენ

ფილმში მთავარ როლს ამირ ხანი შეასრულებს. ფილმის ინდურ ვერსიას Lal Singh Chaddha ერქმევა.

წყარო: https://variety.com/

 

ლეგენდარულ მერილინ მონროზე ფილმს გადაიღებენ

ნეტფლიქსმა რეჟისორ ენდრიუ დომინიკს ლეგენდარული მერილინ მონროს შესახებ ფილმის გადაღება დაუკვეთა. ფილმს Blonde ერქმევა.  რეჟისორმა მონროს როლის შესასრულებლად კუბელი მსახიობი ანა დე არმასი მიიწვია.

წყარო: https://www.espinof.com/

 

 “სამეფო კარის თამაშების” ფინალური სერიის ეპიზოდების ხანგრძლივობა ცნობილია

წინა სეზონებისგან განსხვავებით, უკანასკნელი სეზონი ექვსეპიზოდიანი იქნება. ფინალური სეზონის სერიების ქრონომეტრაჟი ასე გამოიყურება:

  • ეპიზოდი 1 –  54 წუთი
  • ეპიზოდი 2 – 58 წუთი
  • ეპიზოდი 3 –  1 საათი, 22 წუთი
  • ეპიზოდი 4 –  1 საათი, 18 წუთი
  • ეპიზოდი 5 –  1 საათი, 20 წუთი
  • ეპიზოდი 6  – 1 საათი, 20 წუთი

სერიალის ფინალური სეზონი 14 აპრილს გამოვა.

წყარო: https://www.cnbc.com

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ თუთუ კილაძის რეტროსპექტულ გამოფენას – „კრიპტოგრამა“

Image may contain: text

გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს აბსტრაგირებულ სახეებს, კოლაჟის ტექნიკაში შესრულებულ ნამუშევრებსა და ინსტალაციებს. ეს არის ამბავი-წერილი ავტორის შინაგანი, ეგზისტენციალური ძიებების შესახებ, რომელიც ამჯერად საჯაროდაა ნაჩვენები, თუმცა ამოსაცნობია – როგორც პიქტოგრამა.

გამოფენა დაყოფილია რამდენიმე ნაწილად – მნახველს საშუალება ექნება თვალი გაადევნოს მხატვრის შემოქმედებით დინამიკას, გაეცნოს მხატვრის სახელოსნოსა და მის პირად სივრცეს. მხატვრის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

წყარო: https://www.facebook.com

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.