fbpx

25 მარტი დილიდან


გააზიარე სტატია

 

გაიცანით რვა წლის ნიგერიელი უსახლკარო ბიჭი, რომელმაც ნიუ-იორკის შტატის ჭადრაკის ჩემპიონატი მოიგო

Image result for 8-Year-Old Homeless Nigerian Refugee Wins New York State Chess Championship

ტურნირში სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათი უმრავლესობა ანიტოლუვა ადევუმისგან განსხვავებით  წლობით მეცადინეობდა კერძო მასწავლებლებთან, ნიგერიელმა ბიჭმა კი ჭადრაკი მხოლოდ გასულ წელს ისწავლა.

წყარო: https://people.com/

 

გაიცანით პიტერ ტაბიჩი, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს წლევანდელი მფლობელი კენიიდან

 

მართალია, ქართველმა მასწავლებელმა ლადო აფხაზავამ მასწავლებლების გლობალური ჯილდო ვერ მიიღო, თუმცა მისი ათეულში მოხვედრა უკვე გამარჯვებაა და ბევრს ნიშნავს.

წელს ეს ჯილდო კენიელ პიტერ ტაბიჩს გადაეცა, რომელიც აფრიკაში მათემატიკასა და ფიზიკას ასწავლის. ტაბიჩი პვენის საშუალო სკოლაში ძველი მოპედით დადის და საკუთარი შემოსავლის 80%-ს ადგილობრივ ორგანიზაციებს ურიცხავს. ასევე ჰყვება, რომ მოსწავლეები სკოლაში შორი გზიდან დადიან და ხშირად კვების პრობლემა აქვთ, რაც მათ კონცენტრაციაში უშლით ხელს. სწორედ ამიტომ, ის  ადგილობრივებს ასწავლის, როგორ მოიყვანონ სხვადასხვა მარცვლეული და მოამარაგონ ოჯახები.

მათემატიკისა და ფიზიკის გარდა ტაბიჩი მოსწავლეებს სპორტსა და სიმღერაშიც ავარჯიშებს. პიტერმა სკოლაში შექმნა სამეცნიერო კლუბები, ეხმარება მოსწავლეებს კვლევითი პროექტების შექმნაში. კენიის სამეცნიერო-ტექნიკურ ბაზრობაზე პიტერის მოსწავლეებმა წარადგინეს მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც სმენა და მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ გაზომონ საგნები.

უფრო ვრცლად პიტერის შესახებ მასწავლებლების გლობალური ჯილდოს მიერ მომზადებული ვიდეორგოლიდან შეიტყობთ:

წყარო: https://www.youtube.com

 

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაკარგა

ჰარუ ბაშო გორგაძემ 7-8 ბალანსით დაასრულა.

ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად მას დადებითი ბალანსი და იაპონელი სეკივაკე ტაკაკეშიოს დამარცხება სჭირდებოდა. თუმცა ტაკაკეშიომ ქართველი სუმოისტი დოჰიოდან გადააგდო.

ფოტო: https://www.georgianjournal.ge

 

ნახეთ: The Grand Tour-ის საქართველოზე გადაღებული ეპიზოდი გამოვიდა, სადაც წამყვანებმა ოკუპაციაზე ისაუბრეს.

გადაცემის წამყვანები ხურვალეთში ჩავიდნენ და საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებლებს შეხვდნენ.

წყარო: https://www.youtube.com

 

 

 

ჩინეთში 500 მილიონი წლის წინანდელი, კამბრიული ეპოქის განამარხებული ცხოველები აღმოაჩინეს

პალეონტოლოგებმა მდინარე დანშუის სანაპიროზე განამარხებული ათასობით ცხოველი იპოვეს, მათ შორისაა მედუზების, წყლის ღრუბლების, წყალმცენარეების, ფრინტების, ჭიებისა და ართროპოდების პრიმიტიული ფორმები. ამჟამად სულ 4351 ნამარხია ამოღებული, რაც ჯამში 101 სახეობაა, მათგან 53 კი ახალია.

წყარო: https://www.theguardian.com

 

ეროვნულ გალერეაში ჯორჯო დე კირიკოს ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. 

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ჯორჯო დე კირიკოს  ნამუშევრების გამოფენა 27 მარტს გაიხსნება. გამოფენისთვის – „ეზოთერიკოსი დე კირიკო. მოგზაური ორ სამყაროს შორის” 1920-1970-იან წლებს შორის შექმნილი თხუთმეტი ნამუშევარი შეირჩა.

 

საქართველოს მოქალაქეები ტაილანდის ვიზის აღებას საზღვარზე 14 აპრილიდან შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეებს 14 აპრილიდან შესაძლებლობა ექნებათ, ტაილანდის ვიზა საზღვარზე აიღონ

ტურისტული ვიზიტის შემთხვევაში, ტაილანდის სამეფოში დარჩენა 15 დღით იქნება შესაძლებელი. საქართველოს გარდა, ე.წ. Visa on arrival-ის წესი ამოქმედდება ვანუატუს, ნაურუსა და მექსიკის მოქალაქეებისთვის.

წყარო: https://1tv.ge/news

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.