26 მარტი დილიდან
ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის ახალი ალბომი საფრანგეთის კლასიკური მუსიკის ჩარტში ლიდერობს.
წყარო: https://www.facebook.com/
ფოთში, ზღვის სანაპიროზე გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ იპოვეს.
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კუს ეს სახეობა – კარატაკარეტა – შავი ზღვის აკვატორიაში ხმელთაშუა ზღვიდან შემოვიდა.
ფოტო: https://rachel.on.ge/
რეჟისორი და სცენარისტი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა.
რეჟისორი 57 წლის იყო. ერეკლე ბადურაშვილი, რომელიც არაერთი ფილმის ავტორია, ბოლო პერიოდში მუშაობდა ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე “ხიდი”, რომელიც საქართველო-თურქეთის ერთობლივი პროექტია.
წყარო: https://www.facebook.com
Marvel სერიალის გმირების კოსტიუმებს, რეკვიზიტებსა და დეკორაციებს აუქციონის სახლ Prop Store-ში გაყიდის.
ცნობილია, რომ აუქციონზე სულ 750 ლოტი იქნება წარმოდგენილი. ის 2019 წლის აგვისტოში ჩატარდება და 2 დღე გაგრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე ტელეფონით.
წყარო: https://propstore.com/marvel/
ნახეთ საქართველოში გადაღებული ფრანგული ფილმის – “მზის გოგონების” თრეილერი, რომელიც 2018 წლის კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა.
წყარო: https://www.youtube.com/
27 მარტს, 17:00 საათზე, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში გაიმართება მედეა აბულაშვილისა და ეკა ჭყოიძის წიგნის – “ბერძნული იდიომები და გამოთქმები ქართულად” პრეზენტაცია.
ღონისძიება ეძღვნება საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეს.
წყარო: https://www.facebook.com
4 აპრილს დავით ალადაშვილის მუსიკალური საღამო გაიმართება.
ალადაშვილთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ირინე შერაზადიშვილი და ირაკლი ევსტაფიშვილი.
წყარო: https://www.facebook.com/
Apple-მა ახალი სტრიმინგ-სერვისი, Apple TV+ წარადგინა
არხი აერთიანებს როგორც სერიალებსა და ფილმებს, ასევე დოკუმენტურ გადაცემებს, სატელევიზიო თოქ-შოუებსა და სხვა ტიპის გასართობ კონტენტს. სტრიმინგ სერვისი მაყურებელს შესთავაზებს სერიალებს ჯენიფერ ენისტონის, რიზ უიზერსპუნის, ოქტავია სპენსერის, ჯეისონ მომოასა და სტივ კარელის მონაწილეობით. ასევე ოპრა უინფრის გადაცემასა და დოკუმენტურ ფილმებს.
წყარო: https://www.youtube.com