fbpx

საქართველოს რკინიგზის ვერსიით საარქივო ფოტოზე ფიროსმანია გამოსახული – დღის ფოტო


გააზიარე სტატია

 

საქართველოს რკინიგზამ გამოაქვეყნა საარქივო ფოტო, რომელზეც ერთ-ერთი ვერსიით ნიკო ფიროსმანია გამოსახული.

 

 

როგორც ცნობილია, მხატვარი ნიკო ფიროსმანი რკინიგზის თანამშრომელი იყო.

პირველად,1890 წელს, მეგობრის რეკომენდაციით მას რკინიგზის სადგურში დარაჯად დააწყებინეს მუშაობა, მაგრამ იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს უფროსთან მომხდარი კონფლიქტის გამო.

მოგვიანებით,ისევ მეგობრის ჩარევით, ნიკო რკინიგზაში დააბრუნეს სატვირთო მატარებლის ღია პლატფორმის კონდუქტორად. თუმცა, სუსტი ჯანმრთელობის გამო, 1894 წელს, მან თავისი ნებით დატოვა სამსახური.

ეს ფოტო,რომელზეც სავარაუდოდ ფიროსმანია აღბეჭდილი, “საქართველოს რკინიგზის” არქივმა შემოინახა


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.