fbpx

5 საჩუქარი „ძაან COOL” ტიპებისთვის


გააზიარე სტატია

 

აბაა, ხართ „ძაან ქულ“ თუ არა? ქუჩაში რომ მოდიხართ, ყველა გაოგნებული თვალს გაყოლებთ, მანქანები იმტვრევა და თუ ლაპარაკს იწყებთ, თქვენ გარშემო ხალხი გროვდება? ოკ, გეთანხმებით, ეს ნამეტანი იყო. მოკლედ, იმედია „კარგი ტიპი“ ხართ.

თუ ცოტათი მაინც გეპარებათ ამაში ეჭვი, სასწრაფოდ უნდა გავფანტოთ ეს შავი ღრუბელი. თქვენი „სიქულე“ დოკუმენტურად უნდა დადასტურდეს და ამისთვის “ბაიერსის” სადემონსტრაციო დარბაზში რამდენიმე განსაკუთრებული ნივთია გადანახული.

ყველა ნივთი თბილისშია და მათი ნახვა  “ბაიერსის” შოურუმში, გერონტი ქიქოძის #11-ში შეგიძლიათ.  ონლაინ შეძენის შემთხვევაში ნივთს სახლში მოგიტანენ.

 

თან სატარებელი ბარის სეთი FLIGHT 001-სგან, თან სატარებელი დღესასწაულის შესაქმნელად. აი წარმოიდგინეთ, ჩამოჯექით სადმე ბუნებაში, სადაც ბარის ნასახიც არ არის და პერსპექტივაშიც არ ჩანს და სასწაული კოქტეილი შექმენით ჯიბიდან ამოღებული ამ სეთით. COOL

MINI BAR KIT

 

ძაღლის ცხვირის ფორმის ჭიქები FIREBOX-ისგან ოთხფეხა მეგობრების სადღეგრძელოს დასალევად. აქ ლატეც და ესპრესოც მშვენივრად იგრძნობენ თავს, მით უმეტეს, რომ არომატებით დასატკბობად დამატებითი ცხვირი არავის აწყენს.

 

სუნამო უნისექსი Fragrance XV Oud Voyage RPL-ისგან სუპერ COOL გოგო-ბიჭებისთვის. თუ ჩვეულებრივი არომატები აღარ გაინტერესებთ, არაჩვეულებრივი უნდა სცადოთ. უდის ხის სურნელი ნამდვილად ეგზოტიკურ მოგზაურობაში გაგაფრენთ.

Fragrance XV Oud Voyage - Unisex

 

მზის სათვალე გიორგი ქებურიასგან მოდის ვარსკვლავად ჩამოყალიბებისთვის. მხოლოდ კარდაშიანებს და ჰაჰიდებს ხომ არ უნდა ეკეთოთ ჩვენი ბიჭის სათვალეები? სასწრაფოდ დავეწიოთ!

Sunglasses

ბეჭედი სოფო გონგლიაშვილისგან  მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნის მოყვარულებისთვის. სოფოს სამკაულის ტარება ხელზე ერთი პატარა, ზღაპრული ისტორიის ტარებას ჰგავს, რომლის მოყოლაც ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად შეიძლება.

Ring


რეკომენდებული სტატიები
5  თამამი საჩუქარი სიკეკლუცეების მოყვარულებისთვს

5 თამამი საჩუქარი სიკეკლუცეების მოყვარულებისთვს

5  თამამი საჩუქარი სიკეკლუცეების მოყვარულებისთვს
თუ მზად ხართ  ხულიგნობისთვის და ამაში გსურთ მეგობრებიც ჩაითრიოთ, “ბაიერსის” სადემონსტრაციო დარბაზში წარმოდგენილი რამდენიმე ნივთი დაგეხმარებათ საზოგადოებას მცირეოდენი შოკი მოჰგვაროთ, მეგობრები კი გაამხიარულოთ.
5 "რაღაცნაირი" საჩუქარი

5 "რაღაცნაირი" საჩუქარი

5 "რაღაცნაირი" საჩუქარი
არის დღეები, როცა ძალიან გინდა რაიმე განსაკუთრებულს მიაკვლიო, უცნაური ნივთი აღმოაჩინო. ფუნქციონალურობა არაფერ შუაშია. აი გინდა რაღაც სრულიად არაპრაქტიკული და სახალისო, მოკლედ - “რაღაცნაირი”.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.