28 მარტი დილიდან

ლადო აფხაზავას ჩიბათის საჯარო სკოლაში სიმბოლური ვარსკვლავი გაუხსნეს.
ლადო აფხაზავას სიმბოლურად ვარსკვლავი გაუხსნეს
ლადო აფხაზავა ჩიბათის საჯარო სკოლას დაუბრუნდა. მას საზეიმო განწყობით დახვდნენ პედაგოგები და აღსაზრდელები. წარმატებულ პედაგოგს სიმბოლურად ვარსკვლავიც გაუხსნეს.ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა და როგორც თავად ამბობს, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.ჩიბათის საჯარო სკოლაში დღეს ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები და რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძე იმყოფებოდნენ.
Gepostet von ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია am Mittwoch, 27. März 2019
ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი და მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი იყო.
წყარო: https://www.facebook.com/
ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე და სერიალ “შერლოკის” ვარსკვლავი ბენედიქტ კამბერბეჩი დომინიკ კუკის ახალ დრამაში Ironbark ერთად თამაშობენ

ფილმის სიუჟეტი ცივი ომის პერიოდში ვითარდება და ჯაშუშ გრევილ უეინის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც რუს აგენტთან ერთად კუბის კრიზისის ამბებში მონაწილეობს. ცოტა ხნის წინ ნინიძემ ფეისბუქ გვერდზე გადასაღები მოედნიდან ფოტო გამოაქვეყნა.
წყარო: https://www.facebook.com
ხატია ბუნიათიშვილი ოფიციალურ Youtube-ზე ახალ ვიდეოს აქვეყნებს.
მუსიკა, რომელსაც ხატია ბუნიათიშვილი ასრულებს, შესულია მის ახალ ალბომში – Schubert.
წყარო: https://www.youtube.com/
ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში ქართველების ქუჩა დაარსდა.


ვილნიუსში საქართველოს საპატივსაცემად ქუჩა, სახელად Kartvelu Street გუშინ გაიხსნა.
წყარო: https://www.facebook.com/
რიკი და მორტის თანაავტორი ჯასტინ როილანდი ახალ ვიდეოთამაშს აქვეყნებს.
თამაში PC-ზე ხელმისაწვდომი 4 ივნისიდან იქნება.
წყარო: https://www.youtube.com
მიშელ ობამას მემუარი – Becoming ყველაზე პოპულარული ავტობიოგრაფიული წიგნი გახდა

წიგნი 2018 წლის 13 ნოემბერს გამოვიდა და უკვე 10 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ბესტსელერში შესულია ობამების პერსონალური ცხოვრების დეტალები და მიშელის ბავშვობისა და ახალგაზრდობის მოგონებები. აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი დედობასა და თეთრ სახლში ცხოვრებაზეც ჰყვება.
წყარო: https://www.bbc.com/
შვეიცარიაში მიმდინარე კონკურსში – “ჩემი პირადი პიკასო” გამარჯვებული ერთ დღეს პიკასოს ნამუშევართან ერთად “გაატარებს”

ბაზელში პიკასოს გამოფენის ფარგლებში გამოაცხადეს კონკურსი “ჩემი პირადი პიკასო”, გამარჯვებულს სახლში მთელი დღით პიკასოს ნამუშევარს, “დორას” მიუტანენ. კონკურსის მოსაგებად კი მხოლოდ ისაა საჭირო, რომ მსურველმა დაწეროს, თუ როგორ გაატარებდა ერთ დღეს ამ ნახატთან ერთად.
წყარო: https://www.thelocal.ch/

