fbpx

1 აპრილი დილიდან


გააზიარე სტატია

 

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს ფოსტამ საიუბილეო მარკა გამოსცა.

მარკის ვიზუალში გამოყენებულია საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველი დროშა და პირველი პრეზიდენტის პორტრეტი, რომელიც ზვიად გამსახურდიას პირველი საავტორო წიგნის – “საქართველოს სულიერი მისიის” ყდაზე იყო დაბეჭდილი. 

ფოტო: https://phoebe.on.ge/

 

თბილისი ევროპული კინოაგენტების ტრენინგს უმასპინძლებს

1-6 აპრილს კინოაგენტების სკოლის, SOFA – School of Film Agents-ის მეორე, დასკვნითი ვორქშოფი სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” გაიმართება და მას საერთაშორისო კინო და ბიზნეს-ექსპერტები გაუძღვებიან.

SOFA-ს ტრენინგში მონაწილეობენ საკონკურსო საფუძველზე შერჩეული მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნებიდან (ლიტვა, პოლონეთი, უნგრეთი, ისრაელი, უკრაინა და საქართველო). ისინი 2018 წლის აგვისტოდან ავითარებენ მათ ბიზნეს-პროექტებს.

პროექტის ხელმძღვანელია ბერლინალეს კინოფესტივალის დელეგატი და საქართველოს ტერიტორიის კურატორი – ნიკოლაი ნიკიტინი. გარდა მონაწილეებისთვის განკუთნილი პროგრამისა, კვირეულის ფარგლებში ჩატარდება ორი საჯარო ღონისძიება.

წყარო: http://beta.gnfc.ge

 

თბილისი ფრანგული უნივერსიტეტების გამოფენას მასპინძლობს

Image may contain: 4 people, people smiling, text

შაბათს, 6 აპრილს, 12:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში  სააგენტო კამპუს ფრანსის და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით – საქართველოში პირველად იმართება განათლების გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ  საფრანგეთის წამყვანი უნივერსიტეტების ლექტორები და პროფესორები. ისინი სტენდებზე სხვადასხვა უნივერსიტეტებს წარმოადგენენ.

,,აირჩიე საფრანგეთი”/ არჩიე სწავლა საფრანგეთში” გლობალური ღონისძიებაა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქალაქების შემდეგ უკვე თბილისში იმართება. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს ელოდებათ ახალი “ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის” პრეზენტაციაც.

წყარო: https://www.facebook.com/

 

2019 წლის 9 აგვისტოს ეკრანებზე ახალი საშინელებათა ფილმი Scary Stories to Tell in the Dark გამოვა

ფილმის პროდიუსერი ოსკაროსანი გილერმო დელ ტოროა. სიუჟეტი 1968 წელს ვითარდება და თინეიჯერების შესახებ მოგვითხრობს. ისინი საზარელი მკვლელობებისა და მეგობრების გაუჩინარების ფონზე ცდილობენ იდუმალებით მოცულ არსებებს, სულებსა და მოჩვენებებს გაექცნენ.

წყარო: https://www.youtube.com/

 

GLAAD-ის მედია დაჯილდოებაზე ბიონსესა და ჯეი-ზის ლგბტ უფლებების დაცვისთვის საპატიო ჯილდო გადასცეს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ფინქმა ახალი სიმღერა გამოუშვა.

Hustle – ასე ჰქვია ამერიკელი შემსრულებლის ახალ სიმღერას, რომელიც მის მერვე ალბომში შევა.

წყარო: https://www.youtube.com

 

3 აპრილს, საღამოს 6:30 ზე, “სტამბის წიგნებში” რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ოთხტომეულის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ავტობიოგრაფიას, პოეზიის თარგმანებს, წერილებს და სტატიებს აერთიანებს.

Image may contain: 1 person

წყარო: https://www.facebook.com/

 

5 აპრილს, 19:00–ზე, გამომცემლობა ალეფი გიწვევთ მწერალთა სახლში ახალი გამოცემის წარდგენაზე – მირჩა ელიადეს “მითები, სიზმრები და მისტერიები”.

Image may contain: ocean, sky, text and water

გამოცემისა და ავტორის შემოქმედების შესახებ ისაუბრებს წიგნის სამეცნიერო რედაქტორი, მითოლოგი  ხათუნა თავდგირიძე.

წყარო: https://www.facebook.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.