წყალდიდობა ლუვრში – თეზი გაბუნიას ახალი ვიდეონამუშევარი
გააზიარე სტატია
ქართველი არტისტის, თეზი გაბუნიას ახალ ვიდეონამუშევარში სახელად “Breaking News: The Flooding of the Louvre” მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვნების მუზეუმი წყლით იტბორება.
კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული ბუნებრივი კატასტროფა და მასზე თანამედროვე მედიის პასუხი თეზი გაბუნიას პროექტის წყაროა. “Breaking News”-ში წყალი შედის პრესტიჟული მუზეუმის სივრცეში, ნელ-ნელა ავსებს მას და ანადგურებს იქ არსებულ ცნობილ კოლექციას.
მინიატურული ლუვრი არტისტმა “ისესხა” თავისი ადრინდელი გამოფენიდან “შეყავი თავი გალერეაში”, სადაც მაყურებელს გალერეის მოდელში პირდაპირი მნიშვნელობით თავის შეყოფა შეეძლო.