fbpx

ინტერნეტში ქართველი მსახიობების ახალი ონლაინ მონაცემთა ბაზა გაეშვა – Mcasting.ge


გააზიარე სტატია

 

Mcasting.ge ახალი ქართული კომპანიაა, რომელიც პროფესიონალ და მოყვარულ მსახიობებს აძლევს შანსს, საკუთარი თავი მსოფლიოს მასშტაბით წარადგინონ შოუბიზნესის როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი წარმომადგენლების (რეჟისორების, პროდიუსერების, აგენტების) წინაშე.

კომპანიის დამფუძნებელი მიშა აფხაზავა AT.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ  უკვე წლებია კასთინგის საქმეს ემსახურება და არაერთი წარმატებული საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროექტი აქვს განხორციელებული, თუმცა გამართული და გამარტივებული ელექტრონული ბაზის არარსებობა საქმეს აფერხებდა და დროის დეფიციტს ქმნიდა.

 

მიშა აფხაზავა:

„ეს საიტი ტექნიკურად აბსოლუტურად გამართულია და ქმნის  შესაძლებლობას, მცირე დროში ხარისხიანი მომსახურება გავუწიოთ ორივე მხარეს. პორტალი განსაკუთრებით ხელს უწყობს როგორც პროფესიონალ, ასევე დამწყებ თუ მოყვარულ მსახიობებს  და მათი რეალიზაციის პოტენციალს საგრძნობლად ზრდის.

ამ გვერდის საშუალებით ჩვენს ბაზას ნახულობენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი პროდიუსერები თუ რეჟისორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არავინ იცის, რომელი  ტიპაჟით დაინტერესდებიან ისინი და ამ შემთხვევაში, ბაზის წევრების შანსები თანაბარია. არა აქვს მნიშვნელობა ადამიანი უკვე შემდგარი მსახიობია, დამწყები თუ მოყვარული… ჩვენი პორტალის საშუალებით რეალურადაა შესაძლებელი ადამიანების ცხოვრება რადიკალურად შეიცვალოს”.

პორტალის ჩამოყალიბების ინიციატორი მე გახლავართ, თუმცა მის ირგვლივ გაერთიანებულები არიან სხვა გამოცდილი ქართველი კასტინგის რეჟისორები.

 

როგორ გავხდეთ Mcasting.ge-ის მომხმარებელი?

გვერდზე გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.   პორტალზე მოსახვედრად საჭიროა დარეგისტრირება და მომსახურების საფასურის გადახდა. (პროფესიონალი მსახიობები – ერთჯერადი გადასახადი 50 ლარი; მოყვარული მსახიობები  – ყოველწლიური გადასახადი 50 ლარი; 13 წლამდე ბავშვები  – ყოველწლიური გადასახადი 30 ლარი). დარეგისტრირების შემდეგ მომხმარებელს უკავშირდება  ვებგვერდის ადმინისტრაცია, უგზავნის მას შესავსებად საინფორმაციო ანკეტას და უთანხმდება  ფოტოგადაღების თარიღზე.

Mcasting.ge-ზე განთავსებული პირადი მონაცემები დაცულია (ფოტო, საინფორმაციო და ვიდეომასალა)  და მათზე წვდომა აქვს მხოლოდ სააგენტოსა და პოტენციურ დამსაქმებელს.

მომხმარებელს რეგისტრაციისას ენიჭება უნიკალური ID, რომლის საშუალებითაც მას აქვს პირადი პროფილის განახლების და რედაქტირების საშუალება: ახალი ფოტოებისა და ვიდეოების ატვირთვა/წაშლა, ინფორმაციის შეცვლა და ა.შ.

 

დარეგისტრირების შემდეგ პორტალი მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ სერვისებს:

  • ფოტოსესია: სტუდიური ფოტოების გადაღება და ბაზაში განთავსება;
  • გრაფიკული გრიმი: სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფოტოსურათს მოერგოს სხვადასხვა პროექტის შესაბამისი  ვიზუალური ამპლუა;
  • ხმის ჩანაწერის შექმნა: მომხმარებლის უცხო ენების ცოდნის, ხმის ტემბრისა და  დიქციის შესაბამისი მონაცემების ჩაწერა და განთავსება პორტალის ხმის ბაზაში;
  • უნიკალური საძიებო სისტემა: დეტალურად შევსებული საინფორმაციო ანკეტის საშუალებით დამსაქმებელს შეუძლია მოკლე დროში ეფექტიანად შეარჩიოს სასურველი მონაცემების მქონე მომხმარებელი;
  • 0% საკომისიო. დასაქმების შემთხვევაში Mcasting არ იღებს საკომისიო გადასახადს.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.