fbpx

8 აპრილი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

კაცობრიობა შავი ხვრელის უნიკალური ფოტოს მოლოდინშია

შავი ხვრელის კონცეპტუალური ნახატი

10 აპრილს მეცნიერები ისტორიული მნიშვნელობის ფოტოს პრეზენტაციას აწყობენ. ასტროფიზიკოსები საჯაროდ წარადგენენ შავი ხვრელის პირველ ფოტოს. ფოტოზე 200-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი მუშაობდა, ე.წ. მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის პროექტის ფარგლებში. 

წყარო: https://www.amerikiskhma.com

 

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა და ამაზონის დამაარსებელმა ჯეფ ბეზოსმა და მისმა ცოლმა მაკენზი ბეზოსმა განქორწინების პროცესი დაასრულეს

Amazon's Jeff Bezos and his wife MacKenzie Bezos

მაკენზი ბეზოსს ამაზონის საფონდო ბირჟის აქციების 4% დარჩება, რისი ღირებულებაც $35 მილიარდ დოლარს აღემატება. Forbes-ის ცნობით, ამაზონის აქციები 48 წლის მაკენზი ბეზოსს მსოფლიოში მესამე ყველაზე მდიდარ ქალად აქცევს, ხოლო 55 წლის ჯეფ ბეზოსი კვლავ რჩება მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანად.

წყარო: https://www.bbc.com/

 

ოზი ოსბორნმა 2019 წელს დაგეგმილი კონცერტები გადადო

Ozzy Osbourne Announces 'No More Tours 2' Final World Tour at Press Conference at his Los Angeles Home on 6 February, 2018 in Los Angeles, California.

მუსიკოსი საკუთარ სახლში წაიქცა და დაცემისას მძიმე ტრავმა მიიღო. მკურნალობის კურსს არტისტი ლოს-ანჯელესში იტარებს. მანამდე ოსბორნს კონცერტების გადადება პნევმონიის გამო მოუხდა.

წყარო: https://www.independent.co.uk/

 

კინორეჟისორ გიორგი დანელიას მოსკოვში დაკრძალავენ.

დანელიასთან გამომშვიდობების ცერემონია  9 აპრილს მოსკოვში, „კინოს სახლში“ ჩატარდება. კინორეჟისორს რუსი მსახიობისა და კინორეჟისორის, ოლეგ ტაბაკოვის გვერდით დაკრძალავენ.

ფოტო: https://cdn.1tv.ge

 

The Rolling Stones-ის ვოკალისტმა მიკ ჯაგერმა გულის ოპერაცია გაიკეთა

Image result for Mick Jagger Undergoes Successful Heart Valve Procedure

ჯაგერს ხელოვნური გულის სარქველი წარმატებით შეუცვალეს.  ამჟამად 75 წლის მუსიკოსი ნიუ-იორკის საავადმყოფოში რეაბილიტაციას გადის. მას უკვე რამდენიმე დღეში გაწერენ. მარტის ბოლოს The Rolling Stones-მა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში თავის ტურნეს აუქმებს. სავარაუდოდ, დაგეგმილი ტურნე 2019 წლის ზაფხულში გადაიტანეს.

წყარო: https://www.billboard.com/

 

სელინ დიონი L’Oréal Paris-ის სახე გახდა

სელინ დიონისთვის ეს კონტრაქტი ამ სფეროში პირველია. “შოკში ვარ. არ მეგონა, თუ კი ეს ოდესმე მოხდებოდა, მით უმეტეს – 51 წლის ასაკში. როდესაც ფიქრობ, რომ ყველაფერი დასრულდა, თურმე სწორედ მაშინ იწყება. ასეთი ლამაზი, ძლიერი და თავდაჯერებული არასოდეს ვყოფილვარ”, – თქვა დიონმა. აღსანიშნავია, რომ ბრენდს სახეების შერჩევისას ასაკობრივი ზღვარი ფაქტობრივად არ აქვს. 2016 წელს ბრენდის სახე 69 წლის მსახიობი სიუზან სარანდონი გახდა.

წყარო: https://www.vogue.com/

 

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატურის შესარჩევად; კონკურსში მონაწილე კანდიდატთა განაცხადები მიიღება 2019 წლის 4 აპრილიდან 15 აპრილის 17:00 საათამდე; კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატურის კონკურსის წესით შესარჩევად შექმნილია მინისტრის საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში არიან:

  1. ნანა დოლიძე – კინომცოდნე, კულტურის დეპარტამენტის უფროსი
  2. ოთარ შამათავა – რეჟისორი, კინოაკადემიის წევრი
  3. რამაზ ხოტივარი – რეჟისორი, კინოაკადემიის წევრი
  4. ამირან დოლიძე – დრამატურგი, კინოაკადემიის წევრი
  5. არჩილ შუბაშვილი – კინომცოდნე, კინოაკადემიის წევრი
  6. კონსტანტინე ჯანდიერი – დრამატურგი, კინოაკადემიის წევრი
  7. ლევან ღლონტი – რეჟისორი, კინოაკადემიის წევრი
  8. მიხეილ ჭიაურელი – რეჟისორი, კინოაკადემიის წევრი
  9. ქეთევან ტრაპაიძე – კინომცოდნე, კინოაკადემიის წევრი
  10. ვახტანგ კოტეტიშვილი – რეჟისორი
  11. ამირან დოლიძე – რეჟისორი
  12. ნანა ჯანელიძე – რეჟისორი
  13. ნანა ექვთიმიშვილი – რეჟისორი, პროდიუსერი
  14. რატი ონელი – რეჟისორი, პროდიუსერი

წყარო: https://mes.gov.ge

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის  დირექტორი კრისტინ ლაგარდი მაისის მეორე ნახევარში თბილისს ეწვევა

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან. ლაგარდი თბილისში ყაზახეთში დაგეგმილი ტურნეს შემდეგ ჩამოვა. კრისტინ ლაგარდი ამ თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. ის Forbes-ის ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში მესამე ადგილზეა. ლაგარდი ფინანსურ და ეკონომიკურ რეკომენდაციებს აძლევს მსოფლიოს 189 ქვეყანას.

წყარო: http://forbes.ge/

 

ქართველი პოეტი ზვიად რატიანი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის, European Poet of Freedom Award-ის ნომინანტია

კონკურსი წელს მეექვსედ ტარდება და მისი ორგანიზატორი პოლონეთის ქალაქ გდანსკის მერიაა. რატიანი რვა პოეტს შორის მოხვდა. ფესტივალი 2020 წლის მარტში გაიმართება.

წყარო: http://europejskipoetawolnosci.pl/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.