fbpx

რამდენიმე საინტერესო პოდკასტი კინოსა და პოპულარულ ტელესერიალებზე


გააზიარე სტატია

 

თუ თქვენც, ბევრი გარშემო მყოფის მსგავსად, კინოსა და სერიალების მანია გჭირთ, მაშინ საინტერესო სერიალებზე ინფორმაციის მისაღებად უფრო ფუნდამენტურ ხერხებს უნდა მიმართოთ და გაეცნოთ იმ პოდკასტებს, რომლებისგანაც კარგ, ახალ-ახალ რეკომენდაციებს მიიღებთ.

 

Movies That Made Me – BBC Radio 1-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემატური პოდკასტია კინოს თემაზე. გადაცემის წამყვანი კინოკრიტიკოსი ალი პლამბია, რომლის სტუმრები მსახიობები, რეჟისორები და კინოინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები არიან. ისინი თავიანთი შემოქმედებითი ცხოვრების უცნობ დეტალებსა და გამორჩეულ როლებზე საუბრობენ. მაგალითად, მსახიობი ჰარი გოლდმენი რამდენიმე პერსონაჟს იხსენებს, მათ შორის, სიდ ვიშესს, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდამ განასახიერა ფილმში „სიდი და ნენსი“. პოდკასტის ბოლო სტუმრები იყვნენ: სტივენ სპილბერგი, ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოურენსი.

 

„სიდი და ნენსი“. რეჟ: ალექს კოქსი. პოსტერი

 

I Was The Tooპოდკასტი წარმოადგენს ინტერვიუების სერიას იმ ადამიანებთან (გამნათებლები, ოპერატორები, ეპიზოდური როლების შემსრულებლები), რომლებიც სხვადასხვა პოპულარულ  ფილმებზე მუშაობდნენ. ისინი მთავარი როლების შემსრულებლებთან და რეჟისორებთან კოლაბორაციის საინტერესო და ნაკლებად ცნობილ დეტალებს იხსენებენ. მაგალითად, მსახიობი ბრუკ სმითი იხსენებს მუშაობის პროცესს ფილმზე „კრავთა დუმილი“, სადაც მან სერიული მკვლელის, „ბუფალო ბილის“ მძევლის როლი შეასრულა. პოდკასტში ასევე მოისმენთ საუბრებს ფილმებზე: „მონობის 12 წელი“, „ქალის სურნელი“, „ჯანგო“ და ა.შ.

 

„კრავთა დუმილი“. კადრი ფილმიდან

 

ბრუკ სმითი და „ბუფალო ბილის“ როლის შემსრულებელი ტედ ლევინი

 

Plan Large  რადიო France Culture-ის ფრანგულენოვანი პოდკასტია ევროპულ  და მსოფლიო კინოზე, კინოინდუსტრიის სიახლეებზე. პოდკასტი პროდიუსერ ანტუან გიოს მიჰყავს. მისი სტუმრები ცნობილი მსახიობები, რეჟისორები და კრიტიკოსები არიან. ბოლო გადაცემების თემები: „ანეს ვარდას ხსოვნა“,  „კევინ ჯერომ ევერსონი – გახადო უხილავი ხილული“, „ფრანსუა ტრიუფო – კინემატოგრაფიის მეფობა“, „პოლონური ახალ ტალღა – ეჟი სკოლიმოვსკი“.

 

ფრანსუა ტრიუფო და ფანი არდანი

 

ანეს ვარდა

 

სცენა ფილმიდან „ფსკერზე“. რეჟ: ეჟი სკოლიმოვსკი

 

Game of Thrones Post-Show Recaps – სტუდია HBO-ს ცნობილი ტელესერიალის, „სამეფო კარის თამაშების“ თემას ეძღვნება. გადაცემის წამყვანები არიან მწერალი და ჟურნალისტი (The Hollywood Reporter, MTV News, New York Magazine)  ჯოშ უიგლერი და პოდკასტერი რობ ჩესტერნინო.

ისინი მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილავენ პერსონაჟებს და ჰყვებიან სერიალის სიუჟეტებს პირველი სეზონიდან დღემდე. მათი მიზანი მსმენელისთვის გასული სერიებში განვითარებული მოვლენების შეხსენება და ახალი, ფინალური სეზონისთვის შემზადებაა.

 

 


რეკომენდებული სტატიები
პოდკასტები მოგზაურობის მოყვარულთათვის: რჩევები, რეკომენდაციები, რეალური ისტორიები

პოდკასტები მოგზაურობის მოყვარულთათვის: რჩევები, რეკომენდაციები, რეალური ისტორიები

პოდკასტები მოგზაურობის მოყვარულთათვის: რჩევები, რეკომენდაციები, რეალური ისტორიები
თუ მოგზაურობა გიყვართ, ამ საქმეში კარგად გაწაფული ადამიანების რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომლებსაც სამოგზაურო პოდკასტებით შეიტყობთ, თქვენს გამოცდილებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ
რამდენიმე შემეცნებითი პოდკასტი მოდის ისტორიის, ტენდენციებისა და ინდუსტრიის შესახებ

რამდენიმე შემეცნებითი პოდკასტი მოდის ისტორიის, ტენდენციებისა და ინდუსტრიის შესახებ

რამდენიმე შემეცნებითი პოდკასტი მოდის ისტორიის, ტენდენციებისა და ინდუსტრიის შესახებ
დღესდღეობით პოდკასტების მოძებნა ნებისმიერ თემაზეა შესაძლებელი. პოდკასტის დიდი უპირატესობა ისიცაა, რომ ის არ მოითხოვს ეკრანთან ყოფნას და მოსმენის პარალელურად თქვენ შეგიძლიათ სხვა საქმეებიც აკეთოთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.