fbpx

ყველა გზა კახეთში მიდის!


გააზიარე სტატია

 

„საქართველოში აუცილებლად სანახავის“ სიაში კახეთი ყოველთვის ლიდერია, თუმცა ახლა ამ მიმართულებას კიდევ ერთი განსაკუთრებული ხიბლი შეემატა – სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული“.

6 აპრილს სასტუმროს გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ბრენდის წარმომადგენლები, პარტნიორები და სპეციალურად მიწვეული სტუმრები, ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

პროექტი საქართველოში „სილქ როუდ ჯგუფმა“ „საპარტნიორო ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. სასტუმროს მართვას „რადისონის სასტუმროების ჯგუფი“ უზრუნველყოფს.

 

პრემიუმ კლასის ბრენდი „რადისონ ქოლექშენი“ სასტუმროებისთვის მხოლოდ გამორჩეული ისტორიისა და მნიშვნელობის მქონე ადგილებს ეძებს და რადისონის ადგილიც კახეთში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სიახლოვეს შეირჩა. ტერიტორია გარშემორტყმულია 18 ჰექტარზე გაშენებული ისტორიული ბაღით. სასტუმროს პროექტზე ცნობილი არქიტექტორები და დიზაინერები მუშაობდნენ. ინტერიერზე  მსოფლიოში სახელგანთქმულმა ინდუსტრიულმა დიზაინერმა ინგო მაურერმა ცნობილ ქართველ მოქანდაკე თამარ კვესიტაძესთან და ინტერიერის დიზაინერ ნანკა დოლიძესთან ერთად იმუშავა.

 

 

სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი, წინანდლის მამული“ სხვადასხვა კატეგორიის 141 ნომერს აერთიანებს. თანამედროვე დიზაინის მქონე სასტუმრო ქართული ტრადიციების, კულტურისა და არქიტექტურული სტილის ინსპირაციით შეიქმნა. დახვეწილი და ორიგინალური, პრემიუმ კლასის ნომრები განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის. ღვინის ისტორიულ მხარეში კომპლექსი სტუმრებს საშუალებას აძლევს მოინახულონ წინანდლის მამულის უნიკალური ვენახები და ისტორიული მარანი. სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული“ სტუმრებს განსაკუთრებულ არჩევანს სთავაზობს გასტრონომიული კუთხითაც – მათ შეუძლიათ დააგემოვნონ სხვადასხვა ქვეყნის, ასევე ფრანგული და ქართული ტრადიციული სამზარეულოს კერძები. სასტუმროს ბოლო სართული სარელაქსაციო სივრცეს ეთმობა. აქ სტუმრებს დახვდებათ ფიტნეს-ცენტრი, საუნა, სპა და ღია აუზი კავკასიონის მთების განუმეორებელი ხედით.

 

 

„რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული“ საუკეთესო ადგილია შეხვედრებისა და ღონისძიებების ჩასატარებლად. ასეთი სივრცეების საერთო ფართობი 2350 კვადრატულ მეტრს შეადგენს. აღსანიშნავია 1200 ადამიანზე გათვლილი ღია ამფითეატრი, რომლის დიზაინიც ხავიერ ფაბრეს ეკუთვნის. ამ სივრცეში შესაძლებელია კონცერტების, ქორწილების, გალა ვახშმების, სპექტაკლებისა და სხვა ღონისძიებების გამართვა.

 

 

წელს 8-დან 22 სექტემბრამდე, ამფითეატრი „წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს“. 15 დღის განმავლობაში მის სცენაზე ლეგენდარული დირიჟორები, ვირტუოზი სოლისტები და სახელგანთქმული მუსიკოსები წარდგებიან.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.