fbpx

15 აპრილი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

დღეს 15 აპრილია და რამდენიმე საათის წინ სრულიად სამყარომ HBO-ის ლეგენდარული სერიალის, Game Of Thrones-ის ფინალური სეზონის პირველი ეპიზოდი იხილა.

Image result for game of throne season 8 first episode

თუ შოუ ჯერ არ გინახავთ, რა თქმა უნდა, ჩვენ მის დასპოილერებას არ ვაპირებთ და დილიდან პირველი, რასაც გაცნობებთ, არის ის, რომ GOT-ის პრემიერის პარალელურად კიდევ ერთი საკულტო და რეიტინგული სერიალის, Big Little Lies-ის მეორე სეზონის ტიზერი ვნახეთ. შოუ ნიკოლ კიდმანის, რიზ უიზერსპუნის, ლორა დერნის, შეილინ ვუდლისა და მერილ სტრიპის მონაწილეობით 6 ივნისს ბრუნდება.

 

HBO-მ Big Little Lies-ის პირველი ტიზერი გაავრცელა

საკულტო სერიალი, ნიკოლ კიდმანის, რიზ უიზერსპუნის, ლორა დერნის, შეილინ ვუდლისა და მერილ სტრიპის მონაწილეობით 6 ივნისს ბრუნდება.

წყარო: https://www.youtube.com/

 

შურისძიება არასდროს ყოფილა ასეთი იაფი – ნახეთ ახალი აპლიკაცია, რომელიც GOT-ის ფანებს სპოილერებს ანონიმურად გაუგზავნის.

Game of Thrones-ის დასპოილერების აპლიკაცია – შურისძიება 0.99 დოლარად

ვებსაიტი Spoiled.io საშუალებას მოგცემთ ყოველი ახალი ეპიზოდის დეტალები ანონიმურად გაუგზავნოთ  მითითებულ ნომერს და დაუნგრიოთ პირველად ნახვის სიამოვნება. სტატია ამ თემაზე უფრო ვრცლად წაიკითხეთ At.ge-ზე.

წყარო: https://at.ge

 

ფრანგული გამოცემა  Le Figaro ნიკო ფიროსმანის შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით – „ნიკო ფიროსმანი: საქართველო ყველა კონტურში“

ავტორი არლში, ვან გოგის მუზეუმში გახსნილ ფიროსმანის გამოფენაზე წერს და მკითხველს ქართველი მხატვრის შემოქმედებაზე მოუთხრობს. ”მოხეტიალე, უიღბლო, კიბის ქვეშ მდებარე სარდაფის მტვერში გარდაცვლილმა მხატვარმა მოახერხა, სამყაროსთვის მოეტაცა საკუთარი ქვეყნის ყოველდღიური სილამაზე, სოფლის ლხინი და შავებში შემოსილი ქალები, მილიარდერები და ღარიბები, მშობლიური მთები და ღამის ბუ, მოიფიქრა დანარჩენი – ჟირაფები, აქლემები და ლომები”, – ნათქვამია სტატიაში.

საფრანგეთის ქალაქ არლში მდებარე ვან გოგის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენა 2 მარტს გაიხსნა. გამოფენა, რომელზეც ფიროსმანის 29 ნამუშევარია წარმოდგენილი, პირველ ივნისამდე გასტანს.

წყარო: http://www.lefigaro.fr

 

ქართულმა ჯგუფმა The BearFox ახალი სიმღერა Golden Days და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა.

ეს ბენდის პირველი ვიდეორგოლია. ბენდში ამჟამად 4 წევრია: მებო ნუცუბიძე, ირაკლი მანჩხაშვილი, არჩილ შიოშვილი და დათუნა დგებუაძე.

წყარო: https://www.youtube.com/

 

თბილისში ახალი რესტორანი იხსნება, რომლის სტუმრებსაც ვახშმის მირთმევა პირდაპირ ცაში შეეძლებათ

Image result for სადილი ცაში

თბილისის ახალი რესტორანი მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი კონცეფციის – Dinner in the Sky–ის ანალოგია. არსებული ინფორმაციით, რესტორანი კოჯორში, “ბიოლის” ცენტრში, 15 მაისს გაიხსნება. სტუმრები 50 მეტრის სიმაღლეზე, სპეციალურ ამწეზე დაკიდებულ მაგიდასთან ისადილებენ. ახალ რესტორანში მაგიდის დაჯავშნა უკვე შესაძლებელია. ფასი ერთ ადამიანზე 199-დან 345 ლარამდეა. რესტორანი ერთდროულად 22 ადამიანს მოემსახურება.

წყარო: https://www.bm.ge/

 

ვარსკვლავური ომების მეცხრე ნაწილის – The Rise Of Skywalker-ის ტრეილერი გამოქვეყნდა.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 19 დეკემბერსაა დაგეგმილი. მისი რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსია. მეცხრე ეპიზოდში  მსახიობები დეიზი რიდლი, ადამ დრაივერი, ჯონ ბოიეგა, ოსკარ აიზეკი და მარკ ჰემილი მონაწილეობენ.

წყარო: https://www.youtube.com

 

ნეტფლიქსზე ჰოლივუდის მთავარი კომიკოსების ახალი ფილმი გამოვა

Wine Country – ასე ჰქვია ემი პოლერის პირველ სარეჟისორო ნამუშევარს, რომელშიც მასთან, მაიას რუდოლფთან და ტინა ფეისთან ერთად, ამერიკის ყველაზე საყვარელი და სასაცილო მსახიობი – ანა გასტეიერი და ასევე რეიჩელ დრეჩიც თამაშობენ. ფილმის სიუჟეტი დიდი ხნის მეგობრების შესახებ გვიყვება, რომელთაგან ერთ-ერთი 50 წლის ხდება. ამის აღსანიშნავად მეგობრები სამოგზაუროდ წასვლას გადაწყვეტენ.

წყარო: https://www.youtube.com

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.