fbpx

პარიზის ნოტრ დამის კათედრალის სახურავი ხანძრის შედეგად ჩამოიშალა


გააზიარე სტატია

 

პარიზის ნოტრ დამის კათედრალის სახურავი ძლიერი ხანძრის შედეგად ჩამოიშალა. პარიზის მერმა ენნ ჰილდაგომ და მეხანძრეებმა ხალხს მოუწოდეს არ მიუახლოვნდნენ კათედრალის ტერიტორიას. პარიზის პოლიციის განცხადებით ჯერ-ჯერობით არაა დადასტურებული რაიმე სახის მსხვერპლი – გარდაცვლილებისა და დაშავებულების სახით.

ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი ხანძრის დაწყების მიზეზები. ადგილობრივი მედიის განცხადებით, პოლიცია ხანძარს ამ ეტაპზე უბედურ შემთხვევად განიხილავს. პარიზის პროკურატურამ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

საგანგებო სამსახურები ცდილობენ კათედრალში არსებული ხელოვნების ნიმუშების გადარჩენას, რომლებსაც სარესტავრაციო სამუშაოები უტარდებოდა.

მე-12 საუკუნის კათედრალი ცნობილია ვიქტორ ჰიუგოს კლასიკური რომანით “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” და ის ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს.

პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შემთხვევის ადგილისკენ გაემართა და ტრაგედიას თავის ტვიტერით გამოეხმაურა.

მან ასევე გააუქმა თავისი საჯარო მიმართვა, რომელიც ორშაბათ საღამოსთვის იყო დაგეგმილი.

ამჟამად ტაძარში მიმდინარეობს დიდი სამაშველო ოპერაცია. პარიზის მერიის წარმომადგენლის განცხადებით კათედრალის ტერიტორიიდან ხალხი გამოყავთ.

 

 

ნოტრ დამის ხანძარს აშშ პრეზიდენტი ტრამპი თავის ტვიტში გამოეხმაურა.

როგორც ცნობილია, ნოტრ დამში ამ ეტპზე სარესტავრაციო სამუშაეობი მიმდინარეობს, რის გამოც მისი რამდენიმე სექცია მთლიანად ხარაჩოებშია ჩასმული, ხოლო ბრინჯაოს ქანდაკებები კათედრალიდან გასულ კვირას ჩამოხსნეს.

 

GP: FRANCE-FIRE-NOTRE DAME 1


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.