მოხატული ჭერის დასათვალიერებლად გრინვიჩის გალერეაში წამოსაწოლი სკამები დადგეს


გააზიარე სტატია

The Painted Hall

 

თუ მდიდრულად მოხატული ჭერის დანახვისას იატაკზე წამოწოლაზე გიოცნებიათ, რათა სათანადოდ დამტკბარიყავით  ამ მშვენიერებით, იცოდეთ, თქვენი დრო დგება.

თანამედროვე, კომფორტისკენ მიდრეკილი არსებებისთვის, როგორებიც ჩვენ ვართ, ყველაფერს აკეთებენ, ოღონდ კი მშვენიერების თვალიერებაში შეგვიწყონ ხელი. ამიტომ: კისერი მაქვს გაშეშებული, ზემოთ რომ ვიხედები, თავბრუ მეხვევა და ასეთები, აღარ გაამართლებს ექსკურსიისგან თავის არიდების მიზეზად.

 

The Painted Hall

 

ინგლისში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, გრინვიჩის მოხატული ჭერი ხანგრძლივი რესტავრაციის შემდეგ კვლავ ხელმისაწვდომია ვიზიტორებისთვის, მაგრამ ამჯერად მათ დარბაზში კომფორტულად წამოსაწოლი, გრძელი სკამები ელით.

 

The Painted Hall

 

ჯეიმს ტორნჰილის მიერ 1707-26 წლებში მოხატული ეს სივრცე 4000 კვადრატული მეტრია.  ჭერის რესტავრაციას 2 წელი და 8 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი დასჭირდა. რესტავრატორებმა დაზიანებული მოხატული კედლები აღადგინეს, გაწმინდეს  ხორცის საწებლისგან დატოვებული ლაქები, რომლებიც კედლებს იმ დროიდან შემორჩა, როცა აქ სადილები იმართებოდა და დარბაზს პირვანდელი ბრწყინვალება დაუბრუნეს.

 

The Painted Hall

 

რესტავრატორებს სიურპრიზიც ელოდათ, მათ იატაკქვეშ ტიუდორების პერიოდში დანგრეული სასახლის 2 ოთახი აღმოაჩინეს. ამ სასახლეში მეფე ჰენრი VIII დაიბადა. იატაკში დატოვებული ღიობი, რომელსაც ახლა შუშის საფარი აქვს, დამთვალიერებელს ამ ოთახების დანახვის საშუალებასაც მისცემს.

 

The Painted Hall

 

მაგრამ, რაც მთავარია, ამიერიდან   ფუმფულა ღრუბლებში მიმალული ასობით ქერუბინის, მეფეებისა და დედოფლების, სიმართლის, ამერიკისა და ევროპის ალეგორიული ფიგურების დასათვალიერებლად მხოლოდ წამოწოლაა საჭირო.    

The Painted Hall

 


რეკომენდებული სტატიები
5 სივრცე, სადაც ქართველი დიზაინერებისა და ხელოვანების პროდუქციას შეიძენთ

5 სივრცე, სადაც ქართველი დიზაინერებისა და ხელოვანების პროდუქციას შეიძენთ

5 სივრცე, სადაც ქართველი დიზაინერებისა და ხელოვანების პროდუქციას შეიძენთ
თუ თქვენთვის ონლაინ შოპინგი სხვადასხვა მიზეზის გამო მოსახერხებელი არ არის, გთავაზობთ რამდენიმე სივრცეს, სადაც ქართველი დიზაინერების პროდუქცია იყიდება
მადრიდში სანახავი მუზეუმები

მადრიდში სანახავი მუზეუმები

მადრიდში სანახავი მუზეუმები
ქალაქის თითქმის ყველა მუზეუმი ცენტრში მდებარეობს და იქ მსოფლიო მხატვრობის საუკეთესო ნიმუშებია თავმოყრილი. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.