ნოტრ-დამის ეფექტი – პარიზის კათედრალი ხელოვნებაში


გააზიარე სტატია

 

15 აპრილს, ორშაბათ საღამოს, პარიზი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო. ცეცხლი გაუჩნდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს, რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდნენ ხანძარს და უცნობი იყო, შეძლებდნენ თუ არა ცეცხლის ჩაქრობას და 850 წლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადარჩენას.

როგორც საფრანგეთის მთავრობა აცხადებს, ზარალი ძალიან დიდია, თუმცა, შენობის ძირითადი სტრუქტურა შენარჩუნებულია.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი – პარიზის ერთ-ერთი სიმბოლო, არქიტექტურული შედევრი და კულტურული ძეგლია, თუმცა, მისი მნიშვნელობა მხოლოდ ამით როდი  განისაზღვრება.

მოდით, გავიხსენოთ ამა თუ იმ დროის მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მათმა შემქმნელებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან დააკავშირეს.

 

ლიტერატურა

ვიქტორ ჰიუგოს საყოველთაოდ ცნობილი რომანი – “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”. ძნელი სათქმელია, თანამედროვე მსოფლიოში ტაძარმა გახადა წიგნი ასეთი პოპულარული, თუ წიგნმა შემატა მნახველები კათედრალს და განაპირობა მისი რესტავრაციის დაწყება მე-19 საუკუნეში.

 

 

რახან ვიქტორ ჰიუგოს რომანი ვახსენეთ, შეუძლებელია გვერდი ავუაროთ მის როგორც კინოეკრანიზაციებს, ასევე ანიმაციურ ფილმებსა და თეატრალურ დადგმებს. საკათედრო ტაძარმა ლიტერატურული ტექსტის შემდეგ უკვე კინოეკრანზე და სცენაზე გააგრძელა არსებობა.

 

დისნეის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ანიმაცია.

კუზიანი ნოტრ-დამიდან / The Hunchback Of Norte Dame (1996)

რომანის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ეკრანიზაცია. კუზიანი ნოტრ-დამიდან / The Hunchback Of Norte Dame (1939)

ეს კი უკვე საკულტო მუსიკალური ნომერი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გაყიდვადი მიუზიკლიდან The Hunchback Of Norte Dame, რომლის პრემიერაც პარიზში 1998 წლის 16 სექტემბერს შედგა.

 

 

მხატვრობა

ფელიცინ როპსის ეს ნახატი გამოხატავს ეშმაკის თავდასხმას პარიზზე, სადაც ის ცალი ხელით ბოროტებას თესავს, მარჯვენა ფეხი კი ნოტრ-დამის ორი მთავარი კოშკისთვის დაუბჯენია.

 

ფელიცინ როპსი –  მთესველი ეშმაკი (1882)

 

სხვადასხვა ხელოვანთან ერთად, არსებობს უამრავი მხატვარია, რომელიც  კათედრალმა გულგრილი ვერ დატოვა.

 

ანრი მატისს რამდენჯერმე აქვს დახატული ნოტრ-დამის ხედი.

 

ანრი მატისი / ნოტრ-დამის ხედი (1914)

 

ანრი მატისი / ნოტრ-დამი (1900)

 

ანრი მატისი / ნოტრ-დამი (1914)

 

ეს კი პუანტილიზმის ცნობილი წარმომადგენლის, პოლ სინიაკის თვალით დანახული ტაძარია.

 

პოლ სინიაკი / ნოტრ-დამი (1910)

 

პაბლო პიკასო / პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხედი (1945)

 

ვიქტორ ჰიუგო / ნოტრ-დამის ზმანება (თარიღი უცნობია)

 

რობერტ დელონე, ნოტრ-დამის შპილი (1909)

 

ფურცელი XV საუკუნის ცნობილი მანუსკრიპტიდან:

 

ჟან ფუკე / ღმერთის მარჯვენა ხელი, რომელიც იცავს მორწმუნეებს დემონებისგან (1452-60)

 

მუსიკა

მუსიკა ნოტრ-დამის ისტორიის განუყოფელი ნაწილი  დაარსების დღიდანვე იყო. ევროპელი კომპოზიტორები, რომლებიც1160-1250 წლებში პარიზში მუშაობდნენ, თითქმის ყოველ კვირა წერდნენ მუსიკას ლიტურგიისთვის. ამიტომაც, ამ მუსიკოსებს ნოტრ-დამის სკოლის წარმომადგენლებს უწოდებენ. მათგან უმეტესობის სახელი დაკარგულია. თუმცა, ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპოზიტორის სახელი მაინც შემოგვრჩა, ესენია – ლეონინი (Léonin) და პეროტინი  (Pérotin).

 

 

ვიდეოთამაშები

ვიდეოთამაშში Assassin’s Creed Unity  ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი მაქსიმალური სიზუსტითაა გადმოცემული. ხანძრის შემდეგ ერთ-ერთ ვერსიად ისიც განიხილებოდა, რომ ტაძრის აღსადგენად სწორედ ამ თამაშის ინტერიერსა და ექსტერიერს გამოიყენებდნენ. ვიდეოთამაშის ავტორებს ტაძრის 3D რუკა აქვთ შექმნილი. აღსანიშნავია, რომ  დიზაინერები 2 წლის განმავლობაში ქმნიდნენ არქიტექტურული ძეგლის ზუსტ ონლაინ ანალოგს.

 

 

კინო

ნოტრ-დამის გარეშე წარმოუდგენელია პარიზში გადაღებული კინო. არ აქვს მნიშვნელობა როგორ ფილმებზეა საუბარი – ძველ, თანამედროვე თუ  საავტორო კინოზე, ანიმაციაზე თუ ჰოლივუდის ფილმებზე. ჟანრის, პერიოდის და სტილის მიუხედავად, ნოტრ-დამი ის ადგილია, რომელსაც რეჟისორები გვერდს ვერ უვლიან. არ აქვს მნიშვნელობა, რაიმე მთავარი ამბავი თამაშდება იქ თუ უბრალოდ ფონია.  

 

ამელი (2001)

 

უკანასკნელ ამოსუნთქვამდე (1960)

 

შუაღამე პარიზში (2011)

 

მზის ჩასვლამდე (2001)

 

ამერიკელი პარიზში (1951)

 

რატატუი (2007)

 

ვან ჰელსინგი (2004)

 

შარადა (1963)

 

ანიესის პლაჟები (2008)

 

ჰუგო (2011)

 

პაემანი პარიზში (1995)

 

ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, სადაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ან მნიშვნელოვან ამბავს ათამაშებს, ან ნამდვილი პარიზის განწყობის გადმოსაცემად სჭირდებათ რეჟისორებს.

 

ფოტოგრაფია

გვერდს ვერ ავუვლით ნოტრ-დამს და ფოტოხელოვნებას. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი მე-19 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული არაერთი ფოტოხელოვნის ობიექტივში მოხვედრილა.

 

ჰენრი კარტიე-ბრესონი / ხედი ნოტრ-დამის სახურავიდან (1955)

 

ჰენრი კარტიე-ბრესონი / ნოტრ-დამი (1953)

 

ერთ-ერთი ყველაზე ძველი ფოტო, რომელიც გადაღებულია ედუარდ ბალდუს მიერ 1860 წელს:

 

და ბოლოს, ლუი დაგერი – ნოტრ-დამის ერთ-ერთი პირველი ფოტო, 1838 წელი:


რეკომენდებული სტატიები
პარიზის ნოტრ დამის კათედრალის სახურავი ხანძრის შედეგად ჩამოიშალა
Play Video

პარიზის ნოტრ დამის კათედრალის სახურავი ხანძრის შედეგად ჩამოიშალა

პარიზის ნოტრ დამის კათედრალის სახურავი ხანძრის შედეგად ჩამოიშალა
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ძლიერმა ხანძარმა სახურავი ჩამოანგრია, თუმცა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება
პარიზული მანსარდები და ბინები, რომლებიც ახლა იყიდება

პარიზული მანსარდები და ბინები, რომლებიც ახლა იყიდება

პარიზული მანსარდები და ბინები, რომლებიც ახლა იყიდება
თუ პარიზში მუდმივად გადაბარგება არ დაგჭირვებიათ, შეიძლება ვერასდროს იგრძნოთ თუ რამდენად საინტერესო პროცესი შეიძლება იყოს ამ ქალაქში საცხოვრებლის ძებნა - თუნდაც მხოლოდ ვირტუალურად.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.