თბილისის მცირე, აღმოსაჩენი და ნაკლებად ცნობილი მუზეუმები


გააზიარე სტატია


თბილისში დიდი სახელმწიფო მუზუემების გარდა ნელ-ნელა ჩნდება პატარა მუზეუმები, რომლებიც კონკრეტულ თემაზეა შექმნილი და ამ თემით დაინტერესებული ადგილობრივებისა თუ ტურისტებისთვის საინტერესო შეიძლება იყოს.

 

რეცეპტების მუზეუმი

ძველი, ახლანდელი და ინოვაციური რეცეპტების თავმოსაყრელად შექმნილი მუზეუმია, სადაც დაცული იქნება როგორც ხალხური, ასევე თანამედროვე შეფ მზარეულების საავტორო რეცეპტები. მუზეუმი გარდა რეცეპტების დაცვისა, ექსპერიმენტების ჩასატარებელ სივრცესაც წარმოადგენს, სადაც თითოეულ დამთვალიერებელს შეუძლია გახდეს როგორც ექსპერიმენტატორი, ასევე დეგუსტატორი. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ ის სუნელები, რომლებიც ქართულ ტრადიციულ კერძებს განსაკუთრებულ გემოს სძენს და ასევე სხვა კულინარიასთან დაკავშირებული ნივთები.

 

შოკოლადის მუზეუმი 

ტკბილეულის მოყვარულების სამოთხეა, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ ნატურალური შავი და თეთრი, ასევე ცხელი შოკოლადი. შეგიძლიათ დააორგანიზოთ ბავშვების ექსკურსიები, ან მარტო ესტუმროთ და “დატკბეთ” მშვიდად.

 

ანგელოზების მუზეუმი 

მუზეუმი სახელოსნოა, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ უკვე დამზადებული ნივთები ან თავად შექმნათ თქვენი ანგელოზი.

 

ბეთლემის 10

ამ შენობაში ორი ძირითადი მუზეუმია განთავსებული: “ჰოლოზეუმი”, ჰოლოგრაფიის და ინტერაქტიული აუდიოვიზუალური შემოქმედების, სამყაროს შემეცნების მუზეუმი და “ილუზიების მუზეუმი” – ამოუცნობი ილუზიების მეშვეობით შექმნილი ვიზუალური, სენსორული და საგანმანათლებლო სანახაობების მუზეუმი.

 

გობელენის და მხატვრული ტექსტილის მუზეუმი 

ეს მუზეუმი ჩვენს სიაში არსებულ მუზეუმებთან შედარებით ყველაზე ძველია. ის 1998 წელს დაარსეს სამხატვრო აკადემიის პროფესორებმა და მის ფონდს ძირითადად შეადგენს სტუდენტების მიერ სხვადასხვა წლებში შესრულებული ნამუშევრები.

მუზეუმი უნიკალურია თავისი სპეციფიკით, რაც იმაში მდგომარეობს რომ თითოეული ექსპონატი შექმნილია მის ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ფართში.

 


რეკომენდებული სტატიები
თბილისის უცნობი მუზეუმები

თბილისის უცნობი მუზეუმები

თბილისის უცნობი მუზეუმები
წარმოგიდგენთ თბილისში მდებარე რამდენიმე მცირე, მაგრამ უნიკალურ მუზეუმს, რომლების არსებობაც ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.